2017 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი ვერძის ცხოვრებაში ამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დგება. პროფესიულ ასპარეზზე მას ნამდვილი გარღვევის განხორციელების შანსი მიეცემა, რაც მოცემული მომენტისთვის პირველხარისხოვანი პრიორიტეტია. მარტის თვის დღის წესრიგში ვერძს უძრავ ქონებასთან და ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები ექნება. მარტის ბოლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომლის წყალობითაც დიდი ხნის განმავლობაში დამუშავების პროცესში მყოფი პროექტი უკვე სრულიად რეალურ სახეს შეიძენს. … Continue reading

2017 წლის თებერვლის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თებერვალში ვერძებს მოუწევთ საკუთარი საქმე და იმიჯი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაიცვან. გამოიჩინეთ შეუპოვრობა და ყველაფერი გამოგივათ. თებერვალი თქვენთვის ძალიან აქტიური და შედეგიანი თვე იქნება. თვის დასაწყისში საქმიან ასპარეზზე მცირედი პაუზა გექნებათ, მაგრამ ნუ იდარდებთ, ამ დროში თქვენ ყველაფერზე კიდევ ერთხელ დაფიქრებას და საჭირო კორექტივების შეტანას შეძლებთ. სირთულეები შეიძლება შეგექმნათ ძველ მეგობრებთან ან … Continue reading

2016 წლის ივლისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი ივლისი ვერძისთვის პოზიტივით სავსე თვე იქნება. თქვენ მიიღებთ უამრავ სასიამოვნო შთაბეჭდილებას და პირველად, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მისცემთ თავს მოშვებისა და არაფერზე ფიქრის უფლებას. პროფესიულ ასპარეზზე სრული წესრიგია. ბევრი პრობლემა, რომლებსაც გასაღებს ვერ უძებნიდით, მოგვარდება და წარსულს ჩაბარდება. დასრულდება გაუთავებელი შემოწმებები მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, მოგვარდება იურიდიული ხასიათის საკითხები. ამ თვეში ვერძის ჰორიზონტზე კვლავ გამოჩნდებიან … Continue reading

2016 წლის ივნისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კურო კუროსთვის საკმაოდ წინააღმდეგობრივი თვე დგება. მოვლენები ხან ერთ ადგილასაა გაჩერებული, ხან ელვის სისწრაფით ვითარდება, ამიტომ ხელი მუდმივად პულსზე უნდა გედოთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ. კუროს პროფესიული ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდება და ბევრი საკითხი, რაც მას გასული 6 თვის განმავლობაში აწუხებდა, წარმატებულად გადაწყდება. კუროები სულ მალე შეძლებენ მათთვის ჩვეულ, ნერვების წყვეტისგან თავისუფალ გარემოში განაგრძონ მუშაობა. მაკონტროლებელ ორგანოებთან … Continue reading

2016 წლის აპრილის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი აპრილში საქმეებში დაჟინებისა და სიმტკიცის გამოვლენის, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას გაბედულებისთვის მოემზადეთ. მთავარია, საკუთარი თავისა და ძალების გწამდეთ! ნუ ინერვიულებთ, სტრესულ სიტუაციებში საჭირო მოთმინებისა და გამძლეობის გამოჩენას მოახერხებთ, არც ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან გონივრული გამოსავლის მოძებნა გაგიჭირდებათ. ამ თვეში ვერძები ფინანსურ და პროფესიულ საქმეებში წარმატებას მიაღწევენ, ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი კი სახელს გაითქვამს ან მოულოდნელი სისწრაფით … Continue reading

მორების სახლი

ეს პატარა კონსტრუქცია შორიდან მორების გროვას წააგავს. მაგრამ თუ უფრო ახლოს მიხვალთ, მორების გროვაზე მართკუთხედის ფორმის შავ ხაზებს შენიშნავთ, რომლებიც სინამდვილეში საუკეთესოდ შენიღბული ფანჯრების დარაბებია. უცნაური პატარა სახლი დანიელ პერფორმერს ჰანს ლიბერგს (Hans Liberg) ეკუთვნის. მისმა მეგობარმა პიტ ჰეინ იკმა ნაგებობა ნამდვილი მორებით ააშენა. ფანჯრების ჩარჩოები და კარი რკინისგანაა დამზადებული და ჯერ პლასტმასით, ხოლო შემდეგ ხის თხელი გადანაჭრებით … Continue reading

ბრუნო ტორფსის ფანტასტიკური ხის სკულპტურები

ავსტრალიელ სკულპტორს ბრუნო ტორფსს საკუთრ ბაღში ხის უცნაური ფიგურების მთელი კოლექცია აქვს. დაახლოებით ადამიანის სიმაღლის სკულპტურების უმეტესობა უცნაური, ზღაპრული არსებებია. ტორფსის სკულპტურები ლანდშაფტთან არის შერწყმული – ნამუშევრების შესაქმნელად ავსტრალიელ არტისტს მორები, ჯირკები, ფოთლები და ტოტები აქვს გამოყენებული. ხის სკულპტურების შექმნისას შთაგონების წყარო, როგორც ტორფსი ამბობს, სახასიათო გარეგნობის ადამიანები იყვნენ, რომლებიც მოგზაურობის დროს ხვდებოდნენ. ბრუნომ თავისი … Continue reading

შვედეთი: სტუდენტის კომფორტული სახლი 10 კვადრატულ მეტრზე

სტუდენტის ბინა ყოველთვის კომპაქტურია, თუმცა სწორი დაგეგმვის შემთხვევაში მცირე ფართობზეც შეიძლება კომფორტული საცხოვრებელი სივრცის შექმნა. ამის დამტკიცება სცადა შვედურმა არქიტექტურულმა კომპანიამ Tengbom Architects, რომელმაც 10 კვადრატული მეტრის ფართობზე სტუდენტური საცხოვრებელი მოაწყო. მართალია საცხოვრებელი ძალიან პატარაა, მაგრამ აქ ყველაფერია, რაც სტუდენტს კომფორტული და ბედნიერი ცხოვრებისთვის შეიძლება დასჭირდეს. Tengbom Architects-მა პროექტი შვედეთის უნივერსიტეტის – Lund-ის სტუდენტებთან და ხის … Continue reading

20 ნივთი, რომელიც მხოლოდ ახალი უნდა იყიდოთ

იაფი და ხარისხიანი ნივთების ძებნა ინტერნეტ–აუქციონებზე და ზოგჯერ ნახმარი ნივთების მაღაზიებში ბევრს უყვარს. თუმცა ერთხელ უკვე გამოყენებული ყველა ნივთი არ მოგიტანთ იმ კმაყოფილებას, რასაც ელოდით. არ იყიდოთ მეორადი ნივთები Friday სიიდან, რადგან ეს არა მხოლოდ ფულის ამაო ფლანგვა იქნება, არამედ სახიფათოც თქვენი ჯანმრთელობისთვის. აკვანი, მანეჟი და საბავშვო ავეჯი – არასდროს შეიძინოთ ისეთი ნივთი, რამაც შეიძლება … Continue reading

ხუსკარი – სმურფების ქალაქი ანდალუსიაში

რამდენიმე წლის წინ ხუსკარი (Juzcar) ანდალუსიის ერთ-ერთი პატარა “თეთრი ქალაქი” იყო, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა ამ რეგიონის სხვა დასახლებული პუნქტებისაგან. თუმცა 2011 წლის გაზაფხულზე ხუსკარში, რომლის მოსახლეობაც სულ 220 ადამიანს შეადგენს, Sony Pictures-ის წარმომადგენლები მივიდნენ და ადგილობრივებს თეთრი სახლების ცისფრად შეღებვა შესთავაზეს. სოფლის საერთო კრებაზე ამ უცნაურ შეთავაზებაზე თანხმობის მიცემა გადაწყდა, მით უმეტეს, რომ თითოეულ მცხოვრებს … Continue reading

არაქისი, ნუში და სხვა თხილეული

არაქისი ანუ მიწის თხილი არაქისი, ანუ როგორც უწოდებენ მიწის ან ჩინური თხილი – ერთწლიანი, ბალახოვანი, ტოტებიანი მცენარეა პარკოსნების ოჯახიდან. ამ მცენარეს ბუჩქის მსგავსი ან დაფენილი ღერო აქვს, ნაყოფი ყვავილობის შემდეგ მიწაში იზრდება, ამიტომაც ეძახიან მას მიწის თხილს. არაქისის ნაყოფი ფორმით აბრეშუმის ჭიის პარკს გავს, რომლის ნაჭუჭის ქვეშ 1-დან 5-მდე გულია (პარკი). ეს პარკები 50%-მდე ცხიმს … Continue reading

თეატრალური ცრურწმენების სამყაროში

თეატრალები ძალიან ცრუმორწმუნე ხალხია. გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ ყველა წვრილმანს, რაც სპექტაკლის დროს შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს – ასეთი შემთხვევითობები დროთა განმავლობაში ერთი შეხედვით დაუჯერებელ მიზეზ–შედეგობრივ კავშირებში გადაიზარდა და საბოლოოდ ცრურწმენებადაც ჩამოყალიბდა. ეს არ არის ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო ცრურწმენები, რომ შენობაში ქოლგის გაშლა არ შეიძლება და ორშაბათობით ფულის გაცემამ სიღარიბე იცის. ესაა კულისებში დაბადებული და მსახიობებისა და … Continue reading

თაფლი: შემადგენლობა, თვისებები, სახეობები

Friday იწყებს პოსტების სერიას თაფლის შესახებ, დღევანდელ პოსტში მის შემადგენლობაზე, თვისებებსა და სახეობებზე მოგიყვებით. ფუტკრები თაფლს ნექტრის ან ცვარტკბილისგან ამზადებენ. ამ დროს ფუტკრების ორგანიზმში რთული გარდაქმნები მიმდინარეობს. თაფლი თითქმის მთლიანად მცენარეების ნექტარისგან შედგება, ფუტკრის ორგანიზმიდან მასში მხოლოდ ზოგიერთი კომპონენტი ხვდება. თაფლის შემადგენლობაში დაახლოებით 300 სხვადასხვა ნივთიერებაა, მისი ძირითადი შემადგენელი კი უბრალო შაქრები – ფრუქტოზა და … Continue reading

მსოფლიოს ექსცენტრული ადამიანები

ორიგინალები ყველას უყვარს. ხალხს მოწონს, როცა ვინმე თავს სასაცილოდ იხდის და მათ გამოხტომებს შემწყნარებლური ღიმილით ადევნებენ თვალს. გასაკვირიც არაფერია, რომ ზოგიერთის დიდება მათ სიცოცხლეზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ამ სიის შედგენისას უცნაური კანონზომიერება გამოიკვეთა: ორიგინალურ ადამიანთა უმრავლესობა ბრიტანელები არიან. თუმცა უცნობია, ამაში დამნაშავე სპეციფიკური ბრიტანული კლიმატია თუ ხასიათის ნაციონალური თავისებურებები. „საზოგადოების ექსცენტრულობის დონე, ჩვეულებრივ, მის წარმომადგენელთა გენიალურობის, … Continue reading

იდეალური ბოსი – მითი თუ რეალობა

ძლივს! ასრულდა! ახალ თანამდებობაზე დაგნიშნეს და ახლა ხელმძღვანელის მოვალეობების შესრულება მოგიწევთ. როგორი ბოსი იქნებით? თუ მოულოდნელად ვკითხავთ, რას ფიქრობენ თავიანთ ხელმძღვანელზე, მომუშავეთა უმრავლესობა ცოტა ხნით გაჩუმდება, სიტყვების შერჩევას დაიწყებს და შეეცდება არანორმატიული ლექსიკისგან მაქსიმალურად შეიკავოს თავი. ძალიან მცირეა ისეთ ბედნიერთა რიცხვი, რომლებსაც ამაყად და ხმამაღლა შეუძლიათ თქვან: „მე სუპერბოსი მყავს“. შესანიშნავი ხელმძღვანელი: 10 წესი იგი … Continue reading

საბრძოლო ტანკი Vickers Mk–7

ტანკ Mk–7 ვიკერსის ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები საბრძოლო წონა, ტ. – 54, 64. ეკიპაჟი – 4 ადამიანი. გაბარიტული ზომები, მმ: სიგრძე წინ გაშვერილი ქვემეხის გათვალისწინებით – 10,950 სიგანე – 3,420 სიმაღლე – 2,540 კლინერსი – 500. ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანი. შეიარაღება: 120 მმ–იანი ნაჭდევიანი ქვემეხი; ორი 7,62 მმ–იანი ტყვიამფრქვევი. საბრძოლო კომპლექტი: 50 გასროლა, 2000 პატრონა. ძრავი: MB-873 Ka-51,12–ცილინდრიანი; V-ს … Continue reading

ხელოვნების შედევრების ქურდობა

ხელოვნების შედევრების ქურდობაში ორიგინალური და გასაკვირი არაფერია, თუ მათ ღირებულებასა და მდიდარ ისტორიას გავითვალისწინებთ. Friday მოგიყვებათ XX საუკუნეში მომხდარი ხელოვნების შედევრების რამდენიმე მსხვილი ქურდობის შესახებ. გოია „ველინგტონის ჰერცოგის პორტრეტი“ 1961 წელს ამერიკელმა ნავთობმაგნატმა, ცნობილმა კოლექციონერმა ჩარლზ რაითსმენმა გოიას „ველინგტონის ჰერცოგის პორტრეტი“ 392 ათას დოლარად შეიძინა. თუმცა შენაძენის ამერიკაში წაღება ვეღარ მოახერხა, რადგან ყიდვა-გაყიდვის ამ ფაქტმა ინგლისში … Continue reading

ყველაზე უჩვეულო ანდერძები

ანდერძი უმეტეს შემთხვევებში იმისთვის იწერება, რომ ადამიანი გარდაცვალების შემდეგ მისი ნების აღსრულებაში დარწმუნებული იყოს. თუმცა ზოგიერთი ადამიანის ახირებული გონება ანდერძს თავისი სისწორის დამტკიცების, აკვიატებული მოსაზრების გამოხატვის ან უბრალოდ ახლობლების შოკირების უკანასკნელ შანსად იყენებს. Friday ცნობილი ადამიანების ყველაზე უჩვეულო ანდერძების შესახებ მოგიყვებათ. ვირგილიუსი გარდაცვალების თარიღი: ჩვ.წ.აღ-მდე X საუკუნე უკანასკნელი ნება – „ენეიდას“  დაწვა ვირგილიუსი უდიდესი რომაელი … Continue reading

Tobu World Square – მინიატურული მსოფლიო

იაპონიის ტოტიგის პრეფექტურის ქალაქ ნიკკოში, კურორტ კინუგავა–ონსენში მდებარეობს თემატური პარკი Tobu World Square, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს ცნობილი არქიტექტურული და ინჟინრული ნაგებობების 1:25 მასშტაბიანი 100–ზე მეტი მოდელი. მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მოდელები 140,000 ცალი მინიატურული, 1:25–იანი მასშტაბის მანეკენითაა გარშემორტყმული, რაც სანახაობას რეალურობის ელფერს მატებს. ამ უნიკალურ თემატურ პარკში შეგიძლიათ რამდენიმე საათში მოინახულოთ მსოფლიოს … Continue reading

სამხედრო ანტიკვარიატი: მამაკაცური თამაშები

სამხედრო ანტიკვარიატი: მამაკაცური თამაშები სამხედრო ანტიკვარიატი ყველა დროსა და საუკუნეში ძვირად ფასობდა. რაც უფრო ხანდაზმული და რარიტეტულია რომელიმე ეგზემპლარი, მით მაღალია კოლექციონერებისთვის მისი ფასი. მთელი მსოფლიოს მდიდრულ სახლებს ამშვენებს ძველებური იარაღი და შუასაუკუნეეების რაინდების აბჯრები და საჭურველი, ზოგიერთ მილიონერს კი უფრო გაბარიტული სამხედრო ეგზემპლარების უნიკალური კოლექციაც აქვს. აი, ასე ხდება სხვადასხვა ეპოქის ისტორიული მოვლენების აღდგენა … Continue reading

სიკვდილის ანგელოზი – იოზეფ მენგელე

იმედი გარეთ დატოვე – ეს სიტყვები ეწერა ოსვენციმის კარიბჭეზე. იოზეფ მენგელე – ყველაზე ცნობილი ნაცისტი ექიმი-დამნაშავე. იგი არ მოხვდა იმ 23 ექიმს შორის, რომელთაც ნიურნბერგის პროცესზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი. მეორე მსოფლიო ომის გერმანელთა დამარცხების შემდეგ მენგელე სამხრეთ ამერიკაში, ემიგრაციაში წავიდა და მშვიდად ცხოვრობდა იქ 1979 წლამდე. ”სიკვდილის ანგელოზს”, რომელსაც ათასობით ათასი ადამიანის … Continue reading

საინტერესო ამბები კაზინოს შესახებ

რულეტი ფრანგმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა პასკალმა მუდმივი ძრავის შექმნის მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტების დროს გამოიგონა. სახელწოდება კი ფრანგული სამაგიდო თამაშისგან ისესხა. თუმცა ადამიანები აზარტულ თამაშებს ბევრად დიდი ხნის წინ თამაშობდნენ. შემორჩენილია ისტორიული ცნობები აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი სპეციალური ადგილების შესახებ ძველ ჩინეთში, ძველ ეგვიპტესა და ძველ საბერძნეთში, სადაც მოთამაშეები სათამაშო კოჭებს თხის ჩლიქებისგან აკეთებდნენ. თავად სიტყვა კაზინო … Continue reading

განძის მაძიებლობა: სარფიანი ჰობი

უამრავი სირთულისა და კატორღული შრომის მიუხედავად, განძის მაძიებლობა ჯერ კიდევ უამრავ ადამიანს იზიდავს. განძის მაძიებლობით ჩვეულებრივ გატაცებული არიან ადამიანები, რომლებსაც მოგზაურობისა და თავგადასავლებისკენ გადაულახავი ლტოლვა ამოძრავებთ. განძის პროფესიონალ მაძიებლებს პარალელურად ფულის სიყვარულის გადაულახავი გრძნობაც აწვალებთ და თუ რამე იყნოსეს, მზად არიან ათასობით კილომეტრი გადალახონ. ალბათ, აქ არც რომანტიკის ნაკლებობაა. რომანტიკასთან ერთად, ხიფათიც საკმაოდაა, უბრალოდ წარმოიდგინეთ … Continue reading

მოცურავე ყვავილები და სანთლები: ფოტო-იდეები რომანტიკული საღამოსათვის

ამ პოსტის მიზანია შთაგაგონოთ და საყვარელი ადამიანისთვის ან სულაც საკუთარი თავისთვის რომანტიკული საღამოს მოწყობისკენ გიბიძგოთ. უფრო ზუსტად კი, შემოგთავაზოთ დეკორის ელემენტების იდეები, რომლებიც თქვენს სუფრას და ზოგადად სახლს რომანტიკულ ელფერს შესძენს და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით. ყვავილებისა და სანთლების სწორი შეხამება – რა შეიძლება იყოს უფრო რომანტიკული? და თუ წყალსაც მიამატებთ, კომპოზიცია სიმსუბუქესა და განსაკუთრებულ სიფაქიზეს … Continue reading

გიჟური ჰობი: ცურვა ზვიგენთან ერთად

ნერვების დაწყვეტის უამრავი გზა არსებობს, თუმცა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი  რეალურ მტაცებელთან მისივე საცხოვრებელ გარემოში აღმოჩენა იქნებოდა – მაგალითად, ზვიგენთან ერთად ოკეანის სიღრმეში. მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენებთან ერთად ცურვა სიგიჟეს გავს, ამ ტიპის დაივინგს მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ყავს. საშიშად არის აღიარებული ზვიგენის მხოლოდ ის სახეობები, რომელთა მიერ ადამიანის დაგლეჯის შემთხვევა ერთხელ მაინც არის რეგისტრირებული და დამტკიცებული. … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე