საჩუქარი საკუთარი თავისთვის – განქორწინების შემდეგ

ეს პატარა სახლი, რომლის მშენებლობა და მოწყობა მხოლოდ 11 ათასი დოლარი დაჯდა, აიდაჰოელ არქიტექტორს მეისი მილერს ეკუთვნის. პატარა კომფორტული სახლის აშენებაზე მეისი წლების განმავლობაში ოცნებობდა, თუმცა დაძაბული სამუშაო სურვილის განხორციელების დროს არასოდეს უტოვებდა. თუმცა გასულ წელს მილერის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა და სახლის აშენების მოტივაციაც უცებ “მოიძებნა” –  განქორწინების შემდეგ სახლი დაკარგა და ახალი საცხოვრებლის მაქსიმალურად სწრაფად … Continue reading

კალიფორნია: სახლი ოკეანის პირას

ეს თანამედროვე შუშის სახლი, სახელწოდებით The Fall House, კალიფორნიაში (აშშ) ოკეანის პირას, კლდეზეა აშენებული. სახლის პროექტის ავტორია  საპროექტო სტუდია Fougeron Architecture, რომლის სათავო ოფისიც სან ფრანცისკოში მდებარეობს. The Fall house ეკოლოგიურად სუფთა სახლის პრინციპებითაა აშენებული. შუშის კონსტრუქციის აურაცხელი ფანჯრები ნატურალურ ვენტილაციას უზრუნველყოფს, ხოლო ელექტროენერგიის წყაროდ მზის ენერგია გამოიყენება. კლდის რელიეფზე მორგებული უცნაური კონსტრუქცია  ტიპური რეზიდენციაა სამი საძინებელი ოთახით, სამზარეულოთი, … Continue reading

პატარა ლამაზი სახლი შვეიცარიის ალპებში

Vorstadt 14 —  შვეიცარიის ალპების პატარა სოფელ ცუგში მდებარე არაჩვეულებრივი სახლია, სადაც უბრალოებისა და კომფორტის ატმოსფეროა გამეფებული. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება დაღლილი დაბრუნდე და სულიერად დაისვენო, წამოწვე და საათობით იკითხო წიგნი, ბუხრის წინ მჯდომმა მიირთვა ცხელი ჩაი ან უბრალოდ დატკბე ულამაზესი ხედით.  ამ პატარა ლამაზი რეზიდენციის რესტავრაციის პროექტი შექმნა არქიტექტურულმა სტუდიამ Roger Stussi. ინტერიერის დიზაინი მოიცავს როგორც ტრადიციულ ელემენტებს, … Continue reading

ბუნებაზე მორგებული სახლი იაპონიაში

იაპონური არქიტექტურული სტუდიის Hiroshi Nakamura & NAP-ის სპეციალისტებმა ტოკიოში (იაპონია) უჩვეულო საცხოვრებელი კომპლექსი დააპროექტეს. პროექტის ორიგინალობას სახლის ბუნებასთან მეტისმეტად ახლო კონტაქტი განაპირობებს. სახლი აშენებული მთის ფერდობზე, რომელიც მთლიანად ტყის მასივით არის დაფარული. დამკვეთთან შეთანხმებით არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, რომ სახლის მშენებლობის პროცესში არცერთი ხე უნდა მოეჭრათ. შესაბამისად, შენობის კედლები მასიურ ხეებს შორისაა ამოყვანილი და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, … Continue reading

ძველი და თანამედროვე დიზაინი ერთ სახლში

პროექტი 147 De Beauvoir Road, რომელიც დიზაინის სტუდია Scott Architects-მა წარმოადგინა, ისტორიულ შენობაში თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ინტეგრირების საუკეთესო ნიმუშია. 187 კვ/მ ფართის მქონე კერძო სახლი ლონდონში მდებარეობს. სახლის ინტერიერი სამი სტილის – ინგლისურის, სკანდინავიურისა და ქანთრის შეხამების შედეგია. მისი მოპირკეთებისთვის უმეტესად ნატურალური მასალებია გამოყენებული – ძირითადად ხე, ზოგიერთი დეტალისთვის – მარმარილო. საცხოვრებელი სივრცის დიზაინის კიდევ ერთი … Continue reading

მექსიკა: სახლი ნაკრძალში

ეს ულამაზესი სახლი  ქალაქ ვალიე დე ბრავოში (მექსიკა) არქიტექტურული სტუდია Parque Humano-ს დიზაინერებმა დააპროექტეს. სახლი ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული და მის ირგვლივ მეტად მრავალფეროვანი, უსწორმასწორო ლანდშაფტია. მექსიკის ამ ნაწილში ტემპერატურა წლის განმავლობაში 35°C-დან -2°C-მდე მერყეობს, ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით კი მუდმივად თავსხმა წვიმაა. ამიტომ შენობის პროექტირების დროს მოცემული კლიმატისა და ლანდშაფტის თავისებურებები გაითვალისწინეს.  სახლი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დონეზეა განლაგებული და ერთმანეთს კიბეებით უკავშირდება. ამგვარი … Continue reading

მზის სახლი სინგაპურში

Sun House – ნამდვილად არაჩვეულებრივი და კრეატიული პროექტია, რომელიც სტუდია Guz Architects-მა სინგაპურში განახორციელა. Sun House-ს  L-ს ფორმა აქვს. მისი კედლები მთლიანად იმეორებს ნაკვეთის კიდეების ფორმას, რათა მეტი ადგილი დარჩეს გამაოგნებელი შიდა ეზოსთვის.  “მზის სახლის” შიდა ეზო მართლაც საოცარია – მასში ცენტრალური ელემენტი უდავოდ ულამაზესი პატარა ტბაა, რომელშიც რამდენიმე მინიატურული მწვანე კუნძულია განთავსებული. თითოეულ კუნძულზე ხე … Continue reading

თანამედროვე ეკოსახლი Casa Lucke Orozco მინიმალისტური დიზაინით

დიზაინის სტუდიამ გვადალახარადან Hernandez Silva Arquitectos მინიმალისტურ სტილში მოწყობილი სახლის – Casa Lucke Orozco-ს დიზაინი წარმოადგინა.  ეს თანამედროვე ორსართულიანი რეზიდენცია ქალაქის ძველ უბანში მდებარეობს. მისი ტერასებიდან და ფანჯრებიდან არაჩვეულებრივი პეიზაჟი იშლება. მინიმალისტური ინტერიერის ცენტრალური ფიგურები ხეებია –  მფლობელის გადაწყვეტილებით, სახლის მშენებლობის დროს არცერთი ხე არ უნდა მოჭრილიყო. შესაბამისად, დიზაინერებმა ხეები დეკორის ელემენტებად გამოიყენეს, რამაც ინტერიერს ინდივიდუალობა და ორიგინალურობა შემატა.   … Continue reading

ლონდონი: თანამედროვე სახლის დიზაინი

დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ თანამედროვე ელეგანტური სახლი, რომელიც ლონდონის ჩრდილოეთში, პრესტიჟულ საცხოვრებელ რაიონში მდებარეობს. ფასადის უმეტესი ნაწილი ხის საიდინგითაა დაფარული, ნაწილი კი მარმარილოს ფილებით, რაც სახლს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. სახლში საკმაოდ ორიგინალური დიზაინის მქონე რამდენიმე სასტუმრო და მისაღები ოთახია. განსაკუთრებით გამოირჩევა მისაღები ოთახი ლამაზი შავ-თეთრი შპალერით. კრეატიული დიზაინის მქონე ავეჯით გაფორმებულ საძინებელ და საბავშვო ოთახებს დიდი პანორამული ფანჯრები … Continue reading

თანამედროვე ხის სახლი პოლონეთში

ეს არაჩვეულებრივი ხის სახლი პოლონეთში, ტბის პირას, ულამაზეს ბუნებაში მდებარეობს – უკეთესი ადგილის მოძებნა ქალაქგარე სახლის ასაშენებლად უკეთესი ადგილის პოვნა წარმოუდგენელია. კოტეჯი მოგზაურობის მოყვარულ ოჯახს ეკუთვნის, ამიტომ ინტერიერი ეგზოტიკური ქვეყნებიდან ჩამოტანილი დეკორის ნივთებით არის მოწყობილი.  ხის ავეჯთან და დეკორის ელემენტებთან ერთად სახლში მრავლადაა საინტერესო დიზაინის მქონე რბილი ავეჯი. ასევე ლამაზადაა მოწყობილი სასადილო და  დასასვენებელი ოთახი … Continue reading

ელეგანტური სახლი შვედეთში

ამ არაჩვეულებრივად მყუდრო და კომფორტული სახლის ინტერიერი საათობით შეიძლება ათვალიერო – აქ არის უამრავი საინტერესო და ორიგინალური დეტალი, რომლებიც სახლს სიმყუდროვეს და ორიგინალურობას ანიჭებს. ამ მინიმალისტური ინტერიერის მშვენება უდავოდ დაუმუშავებელი ხის დეტალებია, რომლებიც კარგად ეხამება თანამედროვე ელემენტებს. აქცენტია გაკეთებული ფერთა კონტრასტზეც  – ხისფერს და თეთრს ლურჯი დეტალი ეხამება, შავს და თეთრს – ყვითელი და სხვ. … Continue reading

პლაჟის სახლი მალიბუზე

მალიბუს პლაჟზე მდებარე ამ კოხტა სახლის ინტერიერი და ექსტერიერი იმდენად მსუბუქი და სიცოცხლით სავსეა, რომ შეუძლებელია, მათი ფოტოები ღიმილის გარეშე დაათვალიერო. შუშის კედლების წყალობით, ოკეანის ხედით ტკბობა ამ სახლის ყველა ოტახიდანაა შესაძლებელი. ინტერიერი უამრავი ფერადი დეტალითაა მოწყობილი. სახლს ასევე აქვს მყუდრო ტერასა, რომლიდანაც პირდაპირ პლაჟზე ხვდებით. დაათვალიერეთ მალიბუს პლაჟზე მდებარე სახლის ინტერიერისა და ექსტერიერის დანარჩენი … Continue reading

ელეგანტური რეზიდენცია ხედით ლოს ანჯელესზე

არქიტექტურულმა სტუდიებმა La Kaza და Meridith Baer Home თანამედროვე კერძო რეზიდენციის ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს. რეზიდენცია ლოს ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) შემაღლებულ ადგილასაა განლაგებული და მისი ფანჯრებიდან ქალაქის ულამაზესი  ხედი იშლება. კერძო რეზიდენცია გამოირჩევა მოდური ინტერიერით, სადაც არაა არაფერი ზედმეტი, გამომწვევი ან უგემოვნო. ინტერიერის დიზაინში უხვადაა გამოყენებული მწვანე ელემენტები – ვერტიკალური მწვანე კედლები, კონტეინერებში მოთავსებული მცენარეები, მწვანე … Continue reading

Ralston Avenue – რეზიდენცია კალიფორნიაში

რეზიდენცია Ralston Avenue, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ მილ ველიშია (აშშ) განლაგებული, უფრო სასტუმროს წააგავს, ვიდრე კერძო სახლს. თავიდან ის არქიტექტორმა ჩარლზ მურმა (Charles Moore) დააპროექტა, ორი წლის წინ კი რეზიდენციის დიზაინი არქიტექტურულმა სტუდიამ Urrutia Design შეცვალა და განაახლა. განახლებული და ფუნქციური თვალსაზრისით გაუმჯობესებული რეზიდენცია გასაყიდად გაიტანეს. მყიდველი თვეზე ნაკლებ დროში გამოჩნდა – რეზიდენცია 4,85 მლნ … Continue reading

“ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

არქიტექტორმა მარკ უიპლმა (Marc Whipple) არქიტექტურული სტუდიიდან Whipple Russell Architects ბევერლი ჰილსზე (კალიფორნიის შტატი, აშშ)  რეზიდენცია Green Summit დააპროექტა. ეს შთამბეჭდავი სახლი არა მხოლოდ ლამაზი, ფუნქციური და კომფორტულია, არამედ ენერგოეფექტურიცაა. მოდერნიზმისაკენ, თანამედროვე ხელოვნებისა და ინოვაციებისადმი მფლობელების დიდი ინტერესი სახლის  ინტერიერშია ასახული. ერთგვარი „ღია“ დაგეგმარება, ფართო ოთახები, უზარმაზარი ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე, ფუნქციური ავეჯი და ტექნიკა სახლს არაჩვეულებრივად … Continue reading

პატარა სახლების უპირატესობა

Tiny Homes: Simple Shelter -ასე ჰქვია ლოიდ ქანის (Lloyd Kahn) წიგნს, რომელიც პატარა სახლების  უპირატესობებსა და მშენებლობის ინსტრუქციებს ეხება. წიგნში წარმოდგენილია 150-ზე მეტი პატარა სახლის 1300-მდე ფოტო, რომლებიც ადამიანებმა თავად, პროფესიონალების დახმარების გარეშე ააგეს. ზოგიერთი სახლი ჩვეულებრივ, მიწაზეა აშენებული, ზოგი წყალზე, გზაზე, ხეებზეც კი. სახლების ნაწილი მობილურია – ბორბლებზე დგას. წიგნში ასევე დაწვრილებითაა აღწერილი სტუდიის … Continue reading

მყუდრო და ელეგანტური რეზიდენცია მელბურნში

კერძო სახლი 5 Manor Street მელბურნში, ბრაიტონის რაიონშია (ავსტრალია) განლაგებული. ეს არის ელეგანტური რეზიდენცია ოთხი საძინებელი ოთახით, სტუდიის ტიპის სასტუმრო ზონით, დასასვენებელი ოთახითა და კაბინეტით. სახლი არის ფუფუნების, სტილისა და სიმყუდროვის  შერწყმის საუკეთესო მაგალითი, სადაც უნიკალური არქიტექტურული ელემენტები მაღალ ტექნოლოგიებთან იკვეთება. რაც შეეხება ინტერიერს, აქ ექსტრავაგანტულობა და მინიმალიზმი ერწყმის ერთმანეთს. პანორამული ფანჯრები ერთგვარ საზღვარს ქმნის ნაგებობის შიდა … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე