ჟარდინ მაჟურილი – ლურჯი ბაღი მაროკოში

მაროკოს ქალაქ მარაქეშში მდებარე ბაღი “მაჟურილი” მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღებისგან ლურჯი ფერის დომინირებით არის გამორჩეული. ბაღის გაშენება ფრანგმა მხატვარმა ჟაკ მაჟურილიმ 1920 წელს დაიწყო და თითქმის 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ჩამოტანილი მცენარეებით ამდიდრებდა. ბაღის შენახვის ფინანსური სიმძიმიდან გამომდინარე, ჟაკ მაჟურილი იძულებული გახდა, 1947 წელს ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაეღო და შემოსვლისთვის გარკვეული საფასური დაეწესებინა. 1937 წელს მაჟურილიმ გადაწყვიტა ბაღში მდებარე შენობები, ტალავრები, … Continue reading

დედამიწა ზემოდან – ნაწილი I

ეკოლოგიური პროექტის “დედამიწა ზემოდან” კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი ფრანგი ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და ეკოლოგი იან ართუს-ბერნარდია. ამ პროექტის ფარგლებში ფოტოგრაფმა 10 წლის განმავლობაში დედამიწის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები, სხვადასხვა სახის საფრენი აპარატებიდან და მაღალი შენობებიდან, განსხვავებული პერსპექტივით გადაიღო. პროექტი “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” მხარდაჭერით განხორციელდა და მისი დასრულების შემდეგ იგივე დასახელების წიგნიც გამოიცა. დღეისთვის წიგნის “დედამიწა ზემოდან” მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული. … Continue reading

გიგანტური სკულპტურები ატლანტის ბოტანიკურ ბაღში

მოზაიკულტურა არტსაქმიანობის შესანიშნავი ნაირსახეობაა მათთვის, ვისაც დიდი ეზო და ამ ეზოში ბევრი მწვანე ნარგავი აქვს. ამ რთული, მაგრამ ძალიან ლამაზი არტისტული პროცესის ერთ-ერთი შესანიშნავი შედეგი 2013 წელს ჯორჯიის შტატში მდებარე “ატლანტის ბოტანიკურ ბაღში” 19-ზე მეტი მასიური მწვანე სკულპტურით გაშენებული “გამოგონილი სამყაროა”. სკულპტურების უმეტესობა აგებულია ლითონის ჩონჩხზე, რომელიც ასევე ლითონის ბადითაა დაფარული. ბადეზე იყრება ტორფული ხავსი … Continue reading

ტირანა: თანამედროვე სახლი მიწაში

არქიტექტურულმა კომპანიამ MOLOS Group (კოსოვო) ალბანეთის დედაქალაქის ტირანას შორიახლოს განახორციელა პროექტი – თანამედროვე სახლი მიწაში. არქიტექტორთა მიზანი იყო, სახლის მცხოვრებლები ტირანას ხმაურიან ქუჩებს მოშორებოდნენ და მაქსიმალურად ახლოს ეგრძნოთ თავი ბუნებასთან. შენობა დიდწილად ლანდშაფტთან არის ინტეგრირებული, მისი გარე კედლები ბალახით დაფარული პატარა ბორცვია. ამ ინოვაციური, თანამედროვე სახლის ინტერიერი ძალიან ღიაა, რადგან მისი ადგილმდებარეობა კონფიდენციალობას თავისთავად უზრუნველყოფს. სახლს ორივე მხრიდან დიდი … Continue reading

ხე სახლში და სახლი ტყეში – ყაზახი არქიტექტორის პროექტი

2013 წელს ინგლისურენოვან გამოცემებში დაიწერა ყაზახი არქიტექტორის, აიბეკ ალმასოვის პროექტის “ხესახლის” შესახებ. ეს უცნაური შუშის შენობა უნდა აგებულიყო ყაზახეთში, ალმაატას მიმდებარე ტყეში, 38 წლის ბიზნესმენის შეკვეთით, რომელსაც სურდა ქალაქის ხმაურისა და ფუსფუსისგან მოშორებით განმარტოების საშუალება ჰქონოდა. “ხესახლი” 4 სართულიანი, მეტალის საყრდენებზე დაფუძნებული შენობაა, რომელიც ნამდვილი ნაძვის ხის ირგვლივ აიგება. უწყვეტი წრიული კიბით შესაძლებელი იქნება ბოლო სართულამდე … Continue reading

დეილ ჩიჰულის შუშის სკულპტურების ბაღი

ამერიკელ მინის  სკულპტორს დეილ ჩიჰულის (Dale Chihuly) მინის დნობასთან შეხება პირველად 1961 წელს, სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის სწავლისას ჰქონდა. ექსპერიმენტირება მინასაბერ საქმეში ჩიჰულიმ 1965 წელს დაიწყო, ხოლო მინის ბერვისადმი გუნდურ მიდგომას ვენაში, ვენინის მინის ქარხანაში გაეცნო. ჩიჰულის ნამუშევრები მინასაბერი საქმის სფეროში უნიკალურად მიიჩნევა. 1979 წელს ბოდისერფინგის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არტისტმა მხარი იღრძო და მინასაბერი … Continue reading

სახლი “ნიჟარა” იაპონიის ტყეში

იაპონიაში, ნაგანოს პრეფექტურაში, კაროიზავას ტყეში იაპონელი არქიტექტორის კოტარო იდეს (Kotaro Ide, ARTechic) შედევრის – “ნიჟარა” სახლის მშენებლობა 2008 წელს დასრულდა. ორსართულიანი, ნიჟარის მსგავსი კონსტრუქცია გარშემორტყმულ ტყესა და კლდეებში თითქოს უცხოდ გამოიყურება. თუმცა მომრგვალებული, ნატიფი ფორმების წყალობით მაქსიმალურად ესადაგება ლანდშაფტს და თითქოს ბუნებასთან ჰარმონიზებას ცდილობს. სახლი განკუთვნილია ზაფხულობით დასვენებისა და შაბათ-კვირაობით ხშირი ვიზიტებისთვის, შესაბამისად მფლობელები მის მრავალწლიან … Continue reading

125 წლის როდოდენდრონი “სინთია”

ეს უზარმაზარი და უძველესი როდოდენდრონი კანადაში, კუნძულ ვანკუვერზე, ქალაქ ლედისმითში დგას. როდოდენდრონი მანანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა. ეს ოჯახი 8,000-ზე მეტ ხესა და ბუჩქს აერთიანებს. როდოდენდრონებიც ძირითადად ბუჩქის, მართალია საკმაოდ მოზრდილი, მაგრამ ბუჩქის სახით ხარობს. თუმცა 125 წლის ლამაზმანი, რომელსაც “სინთია” დაარქვეს, თამამად შეგვიძლია ხედ მივიჩნიოთ მისი უჩვეულო ზომისა და ასაკის გამო. დაათვალიერეთ სხვა ულამაზესი როდოდენდრონები ჩვენს გალერეაში:

ულამაზესი პატარა სახლი კოლორადოს მთებში

ამ ულამაზეს სახლს, რომელიც კოლორადოს მთებში, გოლდენში მდებარეობს, გარეგნულად არც კი ეტყობა, როგორი პაწაწინაა – მისი ფართობი სულ რაღაც 500 კვადრატული ფუტია (დაახლოებით 46 კვ/მ). კიდევ უფრო დაუჯერებელია, რამდენ საინტერესო შტრიხს შეიცავს ეს ციცქნა შენობა. TKR Architects-ის დაპროექტებული და Old Greenwich Builders მიერ აშენებული კოტეჯი სავსეა ძველთაძველი დეტალებით, როგორიცაა ძველი ხის მასალა, ბებერი ფიჭვის მორები და ფართო … Continue reading

საახალწლო ეზო – 40-ზე მეტი იდეა ზღაპრული ბაღის მოსაწყობად

საახალწლოდ ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს და კაშკაშებდეს! და არა მხოლოდ სახლში. მნიშვნელოვანია, რომ სადღესასწაულო განწყობა სახლში შემოსვლამდე – ეზოშივე იგრძნობოდეს. სანთლები, ლანტერნები, გვირგვინები, ლამაზად მორთული ნაძვის ხეები, საჩუქრები, კენკროვნებით, გირჩებითა და ტოტებით დამზადებული დეკორაციები, ბაღის სკულპტურები – წარმოგიდგენთ ეზოს, ბაღისა და ვერანდის გაფორმების 40-ზე მეტ იდეას. …და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! ❤ ❤ ❤

გოგრების სოფელი დალასის ბოტანიკურ ბაღში

დალასის ბოტანიკურ ბაღში ყოველწლიურად იმართება საშემოდგომო ფესტივალი, რომლის მთავარი მოვლენა გოგრების სოფლის შთამბეჭდავი ექსპოზიციაა. სექტემბრის ბოლოდან 26 ნოემბრის ჩათვლით ბოტანიკურ ბაღსა ყოველდღიურად ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს. ფერადი გოგრებისგან აგებული შენობები, კონკიას ეტლი, უამრავი ყვავილი და ფოთოლცვენა ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობაა ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებისთვის. გოგრების სოფლის მოსაწყობად შარშან 50 ათასი გოგრა და 150 ათასი ყვავილი გამოიყენეს, წელს გოგრების … Continue reading

ჩარლ ჯენქსის სკულპტურების ბაღი შოტლანდიაში

სკულპტურების არაჩვეულებრივი ბაღი, რომელსაც Garden of Cosmic Speculation ეწოდება, ლანდშაფტის არქიტექტორმა და დიზაინერმა ჩარლზ ჯენქსმა (Charles Jencks) საკუთარი ხელით შექმნა. 12 ჰექტარის ფართობის სკულპტურების ბაღი სამხრეთ-დასავლეთ შოტლანდიაში, დამფრისთან ახლოს, ჯენქსის კუთვნილ Portrack House-ის მიმდებარედ მდებარეობს. პირობითად, ბაღი დაყოფილია 40 ზონად, რომლებზეც წარმოდგენილია კიბეები, ხიდები, მიწის კონსტრუქციები, ტერასები, ღობეები, გეომეტრიული ფიგურები და სხვა არქიტექტურული ნამუშევრები. ბაღის კონცეფცია მარტივია – აქ ყველაფერი … Continue reading

28 მწვანე სახურავი მდგრადი არქიტექტურის მოყვარულებისთვის

მწვანე სახურავები, რომლებიც ჩრდილოეთის ქვეყნებში მრავალი საუკუნის წინ გამოიყენებოდა, სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე არქიტექტურაშიც.  ამის მიზეზი მდგრადობისა და სილამაზის გარდა ეკოლოგიური სისუფთავეცაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანულ ტერიტორიებზე. დღეს გამწვანებული სახურავები, მანსარდები და კედლები შეიძლება ნახოთ როგორც ახლად აშენებულ შენობებზე, ისე რეკონსტრუირებულ ძველ სახლებზე.  ცივ კლიმატში მწვანე სახურავის საკმაოდ ფასეული შეიძლება იყოს, რადგან ის დამატებითი თბოიზოლაციის საშუალებაა და შესაბამისად, ენერგიის მოხმარების მაჩვენებელს ამცირებს. დაათვალიერეთ რამდენიმე … Continue reading

Meera House – სინგაპურელი არქიტექტორების შედევრი

The Meera House ულამაზესი რეზიდენციაა სინგაპურში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე კრეატიულმა არქიტექტურულმა სტუდიამ – Guz Architects-მა შექმნა. სახლი კუნძულ სენტოსაზე, სიგნაპურის ახლოს მდებარეობს. Meera House, რომელსაც მთლიანად მწვანე სახურავი აქვს, ზოგადად ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე სახლის საუკეთესო მაგალითია. როგორც Guz Architects-ის წარმომადგენლები აცხადენენ, სახლის არასტანდარტული კონსტრუქცია ლანდშაფტის თავისებურებებმა და მეზობელი სახლების სიახლოვემ განაპირობა. “გვინდოდა აგვეშინებინა მასიური კედლები, რომლებიც ჩვენს … Continue reading

ბრაზილიელი ტელეწამყვანის ვილა რიო დე ჟანეიროში

რიო დე ჟანეიროში მდებარე ეს არაჩვეულებრივი ვილა, სახელწოდებით Rio Bravo, ბრაზილიელ ტელეწამყვანს ალექს ლერნერს ეკუთვნის. ვილა ულამაზეს ადგილზეა აშენებული. უკანა მხრიდან ნაგებობას მთები გადმოყურებს და ხშირიფოთლოვანი ტყით არის გარშემორტყმული, სახლის ფანჯრებიდან და ვერანდიდან კი ოკეანის ხედებია გადაშლილი. ვილა, რომელიც არქიტექტურული ბიუროს Arthur Casas-ს პროექტის მიხედვით არის შექმნილი, დახვეწილი ნატურალური მასალების გამოყენებით აშენდა და მოპირკეთდა. ვილის მფლობელს არა … Continue reading

ვიოლინოს ფორმის აუზი რიჯვუდში

ეს ვიოლინოს ფორმის აუზის პროექტი დიზაინის სტუდიამ Cipriano Landscape and Design შექმნა. 125 კვარატული მეტრის ფართობის აუზი რიჯვუდში (ნიუ ჯერსი, აშშ) აშენდა. 12 ადამიანზე გათვლილი აუზი სტრადივარიუსის ვიოლინოს ფორმას იმეორებს. ორიგინალური კონსტრუქციის გასანათებლად 250 ნათურაა გამოყენებული. წყლის დონის, ასევე გათბობისა და აუდიო სისტემების გაკონტროლება მფლობელს iPhone-ს საშუალებით შეუძლია. დაათვალიერეთ არაჩვეულებრივი აუზის ფოტოები ჩვენს გალერეაში:

ბრუნო ტორფსის ფანტასტიკური ხის სკულპტურები

ავსტრალიელ სკულპტორს ბრუნო ტორფსს საკუთრ ბაღში ხის უცნაური ფიგურების მთელი კოლექცია აქვს. დაახლოებით ადამიანის სიმაღლის სკულპტურების უმეტესობა უცნაური, ზღაპრული არსებებია. ტორფსის სკულპტურები ლანდშაფტთან არის შერწყმული – ნამუშევრების შესაქმნელად ავსტრალიელ არტისტს მორები, ჯირკები, ფოთლები და ტოტები აქვს გამოყენებული. ხის სკულპტურების შექმნისას შთაგონების წყარო, როგორც ტორფსი ამბობს, სახასიათო გარეგნობის ადამიანები იყვნენ, რომლებიც მოგზაურობის დროს ხვდებოდნენ. ბრუნომ თავისი … Continue reading

ტომ ჰეას ტირიფის ყვავილები

დანიელი უილოუმენის უილ ბეკერსის შემდეგ FRIDAY.GE კიდევ ერთ “ტირიფის კაცს” – ტომ ჰეას და მის ნამუშევრებს წარმოგიდგენთ. ინგლისელი არტისტი ტომ ჰეა ტირიფის ტოტებისაგან არაჩვეულებრივ სკულპტურებს ქმნის. მის მიერ დაწნული გიგანტური ყვავილები თუ სოკოები არაერთ პარკს და ბოტანიკურ ბაღს ამშვენებს. ჰეას ტირიფის სკულპტურების დებიუტი 2009 წელს Kew Gardens-ის გამოფენის ფარგლებში შედგა. ექსპოზიციამ, რომელზეც 21 სკულპტურა იყო … Continue reading

ლანდაშაფტის არაჩვეულებრივი დიზაინი სინგაპურში

Tangga House – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დიზაინი ჩემი ყველა დროის ფავორიტი კომპანიისგან Guz Architects, რომელიც სინგაპურში საუკეთესო კერძო რეზიდენციებს აშენებს. ეკოლოგიურად სუფთა გარემო Guz Architects-ის არქიტექტურის ამოსავალი წერტილია. ყველა მათი ნამუშევარში, მათ შორის Tangga House-შიც, დიდი ყურადღება ექცევა ლანდშაფტის დიზაინს. მიწის  თუნდაც ყველაზე მცირე ფართობზეც კი, კომპანია ყოველთვის ახერხებს ორიგინალური გამოსავლის პოვნას და ნაგებობის სიმწვანეში … Continue reading

ზღაპრული ქოხების ფესტივალი მეინში

ყოველ წელს აგვისტოს შუა რიცხვებში მეინის შტატში (აშშ) ერთი არაჩვეულებრივი ფესტივალი იმართება. ამ დროს ნებისმიერ მსურველს – ადგილობრივ მაცხოვრებელსა თუ ტურისტს მეინის სანაპირო ბოტანიკურ ბაღებში ზღაპრულ სახლების აგება და დამთვალიერებლისთვის წარმოდგენა შეუძლია. ზღაპრული ქოხების ფესტივალი ერთგვარი ოჯახური გასართობია – შტატის მაცხოვრებლები ბოტანიკურ ბაღში ოჯახის წევრებთან ერთად მიდიან და მთელ დღეს “სამშენებლო საქმიანობაში” ატარებენ. თუმცა ფესტივალი მხოლოდ გასართობად … Continue reading

ვარდისფერი ტყე კვებეკში

Pink Punch – ასე უწოდეს თავიანთ ორიგინალურ ინსტალაციას არქიტექტორებმა ნიკ კროფტმა და მიქაელა მაკლაუდმა. “ვარდისფერი არტპროექტი” კვებეკში (კანადა) შარშან გამართული მებაღეობის ფესტივლის ერთ-ერთი დეკორაცია იყო. პროექტს რაიმე განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა არ ჰქონია – მისი მიზანი დამთვალიერებელთა მიზიდვა იყო. “ვარდისფერი ოთახი” შუა ტყეში მოეწყო და ერთგვარ საზღვარს ქმნიდა ველურ ბუნებასა და იმ ადგილს შორის, სადაც მებაღეთა … Continue reading

უილ ბეკერსის გამაოგნებელი სკულპტურები

დანიელი არტისტი უილ ბეკერსი (Will Beckers) რომელსაც ასევე უილოუმენს – ტირიფის კაცს უწოდებენ, ტირიფის ტოტებისა და სხვადასხვა მეორადი მასალისგან არაჩვეულებრივ სკულპტურებს ქმნის. ტირიფის ნაგებობები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციურიცაა – მათში ადამიანს ღამის გათენება შეუძლია, თუ სურვილი ექნება 😉 ეს მაგიური სკულპტურები დრეკადი ხმელი ტოტების დაწვნის, გადაგრეხვის გზით არის შექმნილი და ნამდვილად ზღაპრულ გარემოს ქმნის. … Continue reading

სტივ გერმანის შუშის პავილიონი

არაჩვეულებრივი სახლი კალიფორნიაში დიზაინერ სთივ გერმანისაგან 28,500,000 მილიონად გაიყიდა. შუშის პავილიონი  (The Glass Pavilion) განთავსებულია მუხის ჭალაში და 1,4 ჰექტარი ტერიტორია ეკუთვნის. ის პრაქტიკულად მთლიანად შუშისაგანაა აგებული, რაც მფლობელებს საშუალებას აძლევს ერთდროულად იყვნენ სახლში და თავი იგრძნონ ბუნების ნაწილადაც. ეს მოდერნისტული პროექტი იდეალურად იქნა შემუშავებული, გათვლილია უმცირესი დეტალებიც კი. ამ სახლის აშენებას და დიზაინის მოწყობას … Continue reading

საიდუმლო სახლი სამხრეთ აფრიკაში

მთებით შემოსაზღვრულ ტერიტორიას, სადაც ეს სახლი  დგას, Godswindow ჰქვია. ადგილი კილომეტრებით არის დაშორებული უახლოესი დასახლებული პუნქტიდან და ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს მათთვის, ვისაც სიწყნარეში განმარტოებით ცხოვრება უყვარს. სახლის პროექტი Gass Architecture Design Studio-ს დიზაინერმა გეორგ ვან დერ გასმა შეიმუშავა, ლანდშაფტის დიზაინზე კი პატრიკ უოტსონი მუშაობდა.   სახლს ნალის ფორმა აქვს, ისევე როგორც მის ირგვლივ არსებულ გარემოს. ნაგებობის ფორმისა და … Continue reading

პატიოს ისტორია და იდეები დიზაინისთვის

ზაფხულის სიცხეში განსაკუთრებით აქტუალურია სუფთა ჰაერზე დასვენება, ამიტომ დღევანდელ პოსტში შევეხებით მთელ მსოფლიოში გავრცელებულ არქიტექტურულ ელემენტს – პატიოს და მოკლედ მოგითხრობთ მისი მოწყობის ძირითადი პრინციპების შესახებ. პატიო არის საცხოვრებელი ნაგებობის ღია შიდა ეზო, რომელიც სხვადასხვა მხრიდან გარშემორტყმულია კედლებით, ჭიშკრებით, ხეების ან ბუჩქების მწვანე გალავნით.ის ესპანურ-მავრიტანული სტილის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.  თუმცა პატიოს მოწყობა ჯერ კიდევ ანტიკურ … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე