მსოფლიოს ულამაზესი კიბეები

ამ პოსტში წარმოგიდგენთ 18 კიბეს, რომელიც მხატვრებმა ხელოვნების ნიმუშებად და თავიანთი ქალაქების ღირშესანიშნაობად აქციეს. მსოფლიოს ულამაზესი კიბეები FRIDAY.GE-ზე. სან ფრანცისკო, აშშ. ვალპარაისო, ჩილე ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმის კიბე (აშშ) სეული, სამხრეთ კორეა ვუპერტალი, გერმანია სიცილია, იტალია რიო დე ჟანეირო, ბრაზილია ბეირუთი, ლიბანი კიბე მუსიკალური თეატრთან, სეული, სამხრეთ კორეა „მსოფლიოს კიბე“, სირია ანჟე, საფრანგეთი სტამბული, თურქეთი მორლე, საფრანგეთი … Continue reading

Evernote-ის ოფისი კალიფორნიაში

არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიამ O+A კალიფორნიაში (აშშ) Evernote-ის ახალი ოფისის დიზაინის პროექტი განახორორციელა. პროექტის სავიზიტო ბარათი უდავოდ ულამაზესი  კედლის არტია, რომლის მაგალითიც ვიზიტორთა მოსაცდელ ოთახშია წარმოდგენილი – აქ ლამაზი პატარა მცენარეები თითქოს პირდაპირ კედლიდანაა ამოზრდილი.  ევერნოუთის ოფისის პროექტის შექმნისას დიზაინის თანამედროვე მიმართულებები – მოდერნი და ინდუსტრიული სტილია გამოყენებული. სწორედ ინდუსტრიულ სტილშია შესრულებული სამუშაო სივრცის დიდი ნაწილი, სადაც ცემენტის … Continue reading

ზღაპრული ქოხების ფესტივალი მეინში

ყოველ წელს აგვისტოს შუა რიცხვებში მეინის შტატში (აშშ) ერთი არაჩვეულებრივი ფესტივალი იმართება. ამ დროს ნებისმიერ მსურველს – ადგილობრივ მაცხოვრებელსა თუ ტურისტს მეინის სანაპირო ბოტანიკურ ბაღებში ზღაპრულ სახლების აგება და დამთვალიერებლისთვის წარმოდგენა შეუძლია. ზღაპრული ქოხების ფესტივალი ერთგვარი ოჯახური გასართობია – შტატის მაცხოვრებლები ბოტანიკურ ბაღში ოჯახის წევრებთან ერთად მიდიან და მთელ დღეს “სამშენებლო საქმიანობაში” ატარებენ. თუმცა ფესტივალი მხოლოდ გასართობად … Continue reading

ნაკლები ოფისი, მეტი ბუნება – საინტერესო ინსტალაცია დენვერში

ეს უჩვეულო არტ ინსტალაცია არქიტექტურისა და დიზაინის კომპანიამ Tres Birds, დენვერში (კოლორადო, აშშ) შექმნა. ქუჩაზე, სადაც მხოლოდ ოფისებია განლაგებული, ამ მწვანე პროექტის განხორციელება მეტად სიმბოლური იყო – ინსტალაცია ცხოვრების დამკვიდრებული სტილის კრიტიკას ისახვდა მიზნად და ადამიანებს ახსენებდა, რომ ბუნებაში მეტი დრო უნდა გაატარონ. პროექტის კიდევ ერთი მიზანი ბუნების დაცვისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების აუცილებლობის ხაზგასმა … Continue reading

მისის უინსლოუს დამამაშვიდებელი სიროფი

XIX-XX საუკუნეებში მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გამო მრეწველობის ბევრი დარგი სამკურნალო პრეპარატების ფართო სპექტრზე ატარებდა ექსპერიმენტებს. ამ პერიოდს ეკუთვნის უამრავი სამეცნიერო ექსპერიმენტი ახალ წამლებზე, რომელთა მიმდინარეობის დროსაც ბევრჯერ აღმოუჩენიათ ნივთიერება ადამიანის ტვინზე პირდაპირი ზემოქმედების უნარით. ზოგიერთ შემთხვევებში საერთაშორისო კომპანიები ბაზრის თავისუფალ სტანდარტებს თავიანთი ინტერესებისთვის იყენებდნენ და პოტენციურად საშიშ წამლებს უშვებდნენ. ამის კარგი მაგალითია მისის უინსლოუს … Continue reading

შობის ხიბლი თომას ქინქეიდის ნახატებში

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პოპულარული ამერიკელი ფერმწერის თომას ქინქეიდის (Thomas Kinkade) ნამუშევრების საშობაო სერია, რომელიც ძალიან მიყვარს და ბოლო წლების განმავლობაში ჩემი შობა-ახალი წლის საუკეთესო “მეგობარია”. ამერიკელი ფერმწერის ქინქეიდის ნამუშევრებს ფერების გამაოგნებელი ოსტატობით გამოყენების ტექნიკა და შუქის ეფექტი გამოარჩევს. საკუთარ თავსაც ასე უწოდებდა – „თომას ქინქეიდი – შუქის მხატვარი“, თუმცა მე მას მეორე წოდებასაც მივანიჭებდი – თომას ქინქეიდი – … Continue reading

ქრის მერლოუს „მოტომფრენი“ – მოტოციკლი და ვერტმფრენი ერთად

ყოფილმა ვერტმფრენის მფრინავმა და ენთუზიასტმა ქრის მერლოუმ ააგო ვერტმფრენი, რომელიც მოტოციკლის მსგავსად იმართება. საფრენ აპარატს ორი პროპელერი აქვს, რომელიც იგივე პრინციპითაა შექმნილი, როგორც ამერიკული კომპანია „ბოინგის“ CH-47 „ჩინუკი“. ამ ვერტმფრენზე ისევე ჯდება პილოტი, როგორც მოტოციკლზე და იგივენაირად მართავს – გაზის მიცემის შემდეგ მიემართება წინ და შემდეგ ორი დიდი პროპელერის დახმარებით ზემოთ ფრინდება. მერლოუმ თავის პირმშოს … Continue reading

ჰობიტების სასტუმრო მონტანაში

სასტუმრო “ჰობიტების სახლი”, რომელიც სტივ და ქრისთენ მაიკლსებმა ააშენეს, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თუმცა ეს არც არის გასაკვირი. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, სასტუმრო დამსვენებელს უჩვეულო გარემოში დასვენებას სთავაზობს – ჰობიტების სოროში დასვენების მსურველი კი უამრავი აღმოჩნდა როგორც აშშ-ში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. სასტუმრო მონტანას შტატში (აშშ) თროუთ ქრიქიდან 8 კილომეტრში, ფიჭვის ტყეში მდებარეობს. სასტუმროდან თეთრი ფიჭვის ველისა … Continue reading

3,3 მილიონიანი ლოფტის ეკოდიზაინი სან ფრანცისკოში

სან ფრანცისკოში (აშშ) მდებარე ამ უზარმაზარი აპარტამენტის ფართი 465 კვადრატულ მეტრია და სამი სართული უჭირავს. ლოფტის დიზაინზე მისი ყოფილი მფლობელი კომპანია Martin Building-ის დიზაინერებთან ერთად მუშაობდა. დიზაინში მთავარი აქცენტი ეკოლოგიურობაზეა გაკეთებული. უზარმაზარ სტუდიაში მთავარ კომპონენტს “იატაკში ჩარგული” ხე წარმოადგენს. მის გარდა ინტერიერის გასაფორმებლად კიდევ რამდენიმე მოზრდილი დეკორატიული მცენარეა გამოყენებული. ლოფტი ე.წ. ყოჩაღი სახლების კატეგორიას განეკუთვნება და … Continue reading

ულამაზესი ხალიჩები საქონლის ტყავისგან

ტექსასელი (აშშ) დიზაინერი კაილ ბანთინგი (Kyle Bunting) საქონლის ტყავისგანმრავალი ათეული წელიაარაჩვეულებრივ ხალიჩებს  ქმნის. კაილის შექმნილი ხალიჩები მრავალფუნქციურია – მათი გამოყენება შეიძლება როგორც იატაკის, ისე  კედლების გასაფორმებლად, ზოგს მისი ნამუშევრებს იძენს, როგორც ხელოვნების ნიმუშებს. თითოეული ხალიჩა ხელით, ერთადერთ ეგზემპლარად მზადდება.  კაილ ბანთინგის ხალიჩები თანამედროვე, მიმზიდველი და არაჩვეულებრივად რბილია. დიზაინერი  თავის შედევრებს ხშირად კოლეგებთან  ერთად ქმნის, მაგალითად, მას რამდენიმე … Continue reading

Skype-ს ოფისი პალო ალტოში

Skype-ს ჩრდილოეთ ამერიკის განახლებული ოფისის დიზაინი კომპანია Blitz-ის არქიტექტორებმა და დიზაინერებმა შეიმუშავეს. ოფისი, რომლის ფართიც 5,015 კვადრატული მეტრია,პალო ალტოში (კალიფორნია, აშშ) მდებარეობს და მოხერხებულ სამუშაო ატმოსფეროს ქმნის 250 თანამშრომლისთვის.  ოფისის ინტერიერი  Skype-ს “სულს” ასახავს – ინოვაციურობა, ფუნქიცურობა, შემოქმედებითობა და სპონტანურობა კომპანიის წარმატების გარანტიაა. ოფისის პროექტი სრულად შეესატყვისება “მწვანე” სტანდარტებს და LEED-ის სასერთიფიკატო პროგრამაში ვერცხლის ნიშანზე აქვს პრეტენზია.  ექსპლუატაციის ათი წლის … Continue reading

ჰობიტების საქათმე

თუ ქათმები გყავთ, რატომ არ უნდა იცხოვრონ ლამაზ საქათმეში? მეინში (აშშ) მცხოვრებმა წყვილმა საკუთარი ხელით არაჩვეულებრივი საქათმეები ააშენა – ხისგან დამზადებულ პატარა ნაგებობებს ჰობიტის სოროს ფორმა აქვს. ცხადია, ასეთი ფორმის საქათმეების მშენებლობის იდეა ცოლ-ქმარს “ბეჭდების მბრძანებლისა” და “ჰობიტის” გავლენით გაუჩნდა. საქათმეებში, რომლებიც ფიჭვის ხის მასალისგანაა დამზადებული, მაქსიმუმ 15 ქათმი ეტევა. თავდაპირველად წყვილმა საქათმეები საკუთარი ქათმებისთვის … Continue reading

20 ულამაზესი ციხე-სიმაგრე წყალზე

ისტორიულად ციხე-სიმაგრეების ირგვლივ წყლით სავსე არხები თავდაცვის დამატებით საშუალებას წარმოადგენდა. friday.ge-მ  ევროპის, აზიისა და ამერიკის 20 ყველაზე ლამაზი ციხე-სიმაგრის ფოტო შეკრიბა. ციხე-სიმაგრე ბოდიამი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი ციხე-სიმაგრე მაცუმოტო, იაპონია ანგკორ-ვატი, კამბოჯა ციხე-სიმაგრე გუდენაუ, გერმანია ციხე-სიმაგრე კაირფილი, დიდი ბრიტანეთი აკრძალული ქალაქი, პეკინი, ჩინეთი ციხე-სიმაგრე ბელაი, ბელგია ციხე-სიმაგრე ეგესკოვი, დანია ციხე-სიმაგრე ვადსტენა, შვედეთი ციხე-სიმაგრე ბოდიამი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი … Continue reading

ჰობიტის სახლი პენსილვანიაში

ამერიკელმა არქიტექტორმა პიტერ არჩერმა პენსილვანიაში (აშშ) ჰობიტების სახლი ააშენა. ჰობიტების სახლის ფართობი სულ 55 კვადრატული მეტრია. ინტერიერი ტოლკინთან და მის ნაწარმოებებთან დაკავშირებული ნივთებითაა გაფორმებული, რომლებსაც სახლის მფლობელი 30 წლის განმავლობაში აგროვებდა. კოლექციაში შედის ტოლკინის ხელნაწერები, იშვიათი გამოცემები, რარიტეტული ჭადრაკი, იარაღი და სხვ. ჰობიტის სახლი არქიტექტორის საცხოვრებელი სახლის გვერდზეა აგებული – ნაგებობებს ქვის ვიწრო ბილიკი აერთებს, … Continue reading

კომფორტული სასადილო ოთახები WEST ELM-ისგან

ამერიკული კომპანია West Elm ავეჯსა და სახლის დეკორის ნივთებს აწარმოებს. კომპანიის დიზაინერთა ნამუშევრები უბრალოებისა და დახვეწილი გემოვნების ნიმუშია. ბრენდის ნიშა კი ხელმისაწვდომი და ამავდროულად ხარისხიანი პროდუქციაა, რომლის შეძენაც West Elm-ის ინტერნეტ-მაღაზიაშია შესაძლებელი.  განსაკუთრებით საინტერესოა West Elm-ის მიერ წარმოებული სასადილო ოთახის ავეჯი და დეკორის ნივთები. მათ დასამზადებლად უმეტესად ნატურალური ხის მასალა არის გამოყენებული.  მოგვიანებით ჩვენ მოგითხრობთ კომპანიის მიერ წარმოებულ … Continue reading

არაჩვეულებრივი ლოფტი სან ფრანცისკოში

ბოლო დროს სულ უფრო მეტ და მეტ ადამიანს იზიდავს ძველ ინდუსტრიულ შენობებში მოწყობილი სახლები. დიზაინერები, რომლებიც ამგვარი სივრცეებისთვის ქმნიან დიზაინს, დეკორსა და ავეჯში თანამედროვე ტენდენციების ძველებურ ინდუსტრიულ სტილთან შეხამებას ცდილობენ. ეს ლოფტიც, რომელიც სან ფრანცისკოში მდებარეობს, მსგავსი მცდელობის დემონსტრირებაა. ინტერიერში უხვადაა გამოყენებული ნატურალური მასალა – ხე, აგური და სხვა. ეს ყველაფერი კი კარგადაა შეხამებული თანამედროვე ავეჯთან … Continue reading

ბოლო წლების მოდური ტენდენცია – აგურის კედელი ინტერიერში

ინტერიერის დიზაინში აგურის კედელი ერთ-ერთი ყველაზე მოდური მიმართულებაა ევროპასა და ამერიკაში. ნატურალური აგურის კედელი სიძველის ეფექტით, ინტერიერში მყუდროების ატმოსფეროს ქმნის. იგივე ეფექტი აქვს აგურის შეღებილ კედელსაც, რომელიც სახლს ინდივიდუალობასა და ორიგინალურ იერს ანიჭებს. ამავდროულად ის არაჩვეულებრივი ფონია დეკორის სხვადასხვა დეტალისთვის. აგურის კედლის ელემენტის გამოყენება უკვე რამდენიმე წელია მოდურ ტენდენციად იქცა ინტერიერის დიზაინში და როგორც ჩანს, კიდევ … Continue reading

ელეგანტური რეზიდენცია ხედით ლოს ანჯელესზე

არქიტექტურულმა სტუდიებმა La Kaza და Meridith Baer Home თანამედროვე კერძო რეზიდენციის ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს. რეზიდენცია ლოს ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) შემაღლებულ ადგილასაა განლაგებული და მისი ფანჯრებიდან ქალაქის ულამაზესი  ხედი იშლება. კერძო რეზიდენცია გამოირჩევა მოდური ინტერიერით, სადაც არაა არაფერი ზედმეტი, გამომწვევი ან უგემოვნო. ინტერიერის დიზაინში უხვადაა გამოყენებული მწვანე ელემენტები – ვერტიკალური მწვანე კედლები, კონტეინერებში მოთავსებული მცენარეები, მწვანე … Continue reading

უკუღმართი ხეები ალასკაზე

ათობით ხე, წვერით მიწაში ჩარჭობილი, ფესვები კი ჰაერში! ესაა ლანდშაფტის დიზაინერების – სთივ და სინდი ბოუჰეის შემოქმედება, რამაც ალიასკის მყინვარის ბაღებს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი და ტურისტების საყვარელ ადგილად აქცია. მყინვარის ბაღები – Glacier Gardens  ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, Thunder Mountain-ის (ჭექა-ქუხილის მთა) ფერდობზეა განლაგებული. ხის წვერები მიწაში რამდენიმე ფუტზეა ჩაფლული, ხოლო ფესვები ფერადი ბეგონიების, პერუნიების, … Continue reading

გვირაბი სეკვოიაში – კალიფორნიის ნაციონალური პარკის სიმბოლო

რამხელა უნდა იყოს ხე, რომ მასში გვირაბი გაიყვანო?  არსებობს მინიმუმ სამი ადგილი, სადაც წაქცეულმა სეკვოიამ გზა ჩახერგა და ადამიანებმა მიიჩნიეს, რომ უფრო მარტივი გვირაბის გაყვანა იქნებოდა, ვიდრე ხის გზიდან აღება. მათგან ყველაზე დიდი კალიფორნიის ნაციონალურ პარკში მდებარეობს, სადაც წაქცეულმა სეკვოიამ კრესენ მედოუს გზა ჩახერგა. სეკვოია (Sequoia) ყველაზე დიდი ზომის ხეა მსოფლიოში – მისი სიმაღლე საშუალოდ … Continue reading

სასტუმრო ფერმაში – Blackberry Farm

ოჯახური ფერმების იდეამ აშშ-ში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ჩაქრობა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მცხოვრებლებს თავიანთ ფესვებთან – სოფლებში დაბრუნების სურვილი სულ უფრო და უფრო ხშირად უჩნდებათ, ფერმების რაოდენობა, რომლებიც ტურისტებს რამდენიმე დღით დასვენებას სთავაზობს, ჯერ ისევ მცირეა. ბოლო დროს პრესის მხარდაჭერის წყალობით სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება და ამ სფეროთი დაინტერესებას ისეთი დიდი … Continue reading

19 მიტოვებული სასახლე

მთელ მსოფლიოში უამრავი მიტოვებული ციხე-სიმაგრე და სასახლე არსებობს, რომლებიც დღეს თითქმის ნანგრევებადაა ქცეული. ამის მიზეზი ყველგან სხვადასხვაა – ომი, თავდასხმა, გადასახლება, გაკოტრება, მკვლელობა და სხვ. friday.ge-მ არაჩვეულებრივი მიტოვებული სასახლებისა და სახლების ფოტოები შეკრიბა: მიტოვებული სასახლე სტამბულის სანაპირო ზოლზე, თურქეთი მიტოვებული სასახლე Сhateau de Noisy, ბელგია მიტოვებული სამფლობელოს კორპუსი ფილიპინებზე მიტოვებული ბრწყინვალება – სიუთონ სქარსდეილის დარბაზი … Continue reading

მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენები

ცათამბჯენები, თავისთავად, არქიტექტურული აზროვნების განვითარების დამადასტურებელია, თუმცა, რეკორდსმენები ამ გიგანტებს შორისაც არის. ბურჯ დუბაი/ბურჯ ხალიფა – ამ დროისთვის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი სიმაღლე ანტენით: 828 მეტრი ზედა სართული: 624 მეტრი აშენების წელი: 2009 მდებარეობა: დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები ცათამბჯენის 2004 წელს დაწყებული მშენებლობა 4 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. 2009 წლის 4 დეკემბერს, გახსნის ცერემონიაზე ემირატების პრემიერ … Continue reading

თომას ქინქეიდის ნახატების კოლექცია

თომას ქინქეიდი (Thomas Kinkade) – ამერიკელი ფერმწერი, რომელსაც მედიამ „შუქის ოსტატი“ უწოდა. მის ნამუშევრებს გამოარჩევს ფერების გამაოგნებელი ოსტატობით გამოყენების ტექნიკა და შუქის ეფექტი. საკუთარ თავსაც ასე უწოდებდა – „თომას ქინქეიდი – შუქის მხატვარი“. ქინქეიდის ნახატების უმეტესობაში პასტელის ტონებია გამოყენებული. მის იდეალისტურ ზღაპრულ ნამუშევრებში ძირითადად ასახულია პატარა მყუდრო კოტეჯები, ქალაქის ქუჩები და ზოგადად, ისეთი ადგილები, რომელთა … Continue reading

გლიცინიას გვირაბი Wisteria იაპონიაში

ქალაქ კიტაკიუსიუში (იაპონია) არსებულ კავაჩი ფუჯის ბაღში რამდენიმე სახეობის 150-მდე გლიცინია ყვავის. ბაღში არა მხოლოდ გლიცინია, არამედ სხვა ბევრი ულამაზესი ყვავილიც ხარობს, რომელთა ნაწილი სპეციალურ სათბურებშია განთავსებული. მთავარი ღირშესანიშნაობაა გვირაბი Wisteria – გლიცინიების გვირაბი, სადაც ბაღის სტუმრებს ყვავილების სამყაროში დაუვიწყარი გასეირნება ელით. Wisteria გლიცინიას ლათინური სახელწოდებაა. იაპონიაში ეს მცენარე ახალგაზრდობის, პოეზიის, ქალური სილამაზისა და განკურნების … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე