ცხოვრება წყალქვეშ – რა იქნებოდა, სუნთქვა რომ არ გვჭირდებოდეს

წარმოიდგინეთ, რომ ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ გემის მგზავრებს წყალქვეშ ცხოვრების გაგრძელება შესძლებოდათ, ან იდუმალებით მოცული კუნძული ატლანტიდა ახლაც დასახლებული ყოფილიყო. ეს იდეა ამერიკელმა ფოტოგრაფმა სქოთ რეამ თავის შესანიშნავ ფოტოსერიაში – “წყლისქვეშეთი” განავითარა. ფოტოგრაფის წყალქვეშა სამყარო წარმოგიდგენთ მომხიბლავ თავგადასავალს, რაც ყველას გადაგვხდებოდა თავს, ჰაერის მუდმივად სუნთქვა რომ არ გვჭირდებოდეს. სქოთ რეა ლუიზიანაში დაიბადა. ტანსაცმლის მოდელირებისა და ფოტოგრაფიისადმი სიყვარულმა იგი მოდის ფოტოგრაფის კარიერამდე მიიყვანა. … Continue reading

დეილ ჩიჰულის შუშის სკულპტურების ბაღი

ამერიკელ მინის  სკულპტორს დეილ ჩიჰულის (Dale Chihuly) მინის დნობასთან შეხება პირველად 1961 წელს, სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის სწავლისას ჰქონდა. ექსპერიმენტირება მინასაბერ საქმეში ჩიჰულიმ 1965 წელს დაიწყო, ხოლო მინის ბერვისადმი გუნდურ მიდგომას ვენაში, ვენინის მინის ქარხანაში გაეცნო. ჩიჰულის ნამუშევრები მინასაბერი საქმის სფეროში უნიკალურად მიიჩნევა. 1979 წელს ბოდისერფინგის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არტისტმა მხარი იღრძო და მინასაბერი … Continue reading

ინგლისელი არტისტის სოკოს ქოხები

ინგლისელ რეივენ რაინერს (Raven Rayner) საინტერესო ჰობი აქვს – იგი პატარა ხის ნაჭრებისგან სოკოს ფორმის ზღაპრულ ქოხებს თლის. რაინერი არასდროს ჭრის ცოცხალ ხეს – მხოლოდ მოტეხილ ტოტებს ან შეშას იყენებს. იგი ნორთუმბერლენდის საგრაფოში, ქანთრისაიდში ცხოვრობს და სამუშაო მასალას იოლად პოულობს ახლომდებარე ტყეებში. დაათვალიერეთ რაინერის ზღაპრული სოკო-ქოხების ფოტოები ჩვენს გალერეაში და ისიამოვნეთ 😉 🙂

მტვერსასრუტის სახლი – ჰოლანდიელი მხატვრის კრეატიული პროექტი

სახლი – მტვერსასრუტი – ასეთი უჩვეულო  მეტაფორული პროექტი მოიფიქრა ჰოლანდიელმა მხატვარმა ფრენკ ჰელმანსმა (Frank Halmans). მისი თქმით, პროექტის მიზანი იყო ეჩვენებინა კავშირი კარგ განწყობასა და სულიერ “ნაგავს” შორის, რომელიც ადამიანს დროთა განმავლობაში უგროვდება. “ნაგავი, რომელიც მტვერსასრუტში გროვდება, ერთი მხრივ, სახლის დაბინძურების მაჩვენებელია, მეორე მხრივ კი, სიმბოლურად თავად ადამიანის სამყაროს მდომარეობას ასახავს – ადამიანი მტვერსასრუტივით ისრუტავს ნეგატივსა … Continue reading

ქეთ ო’სალივანის ცისარტყელა სახლი

ამერიკელი არტისტი ქეთ ო’სალივანი 20 წელზე მეტია, მეორადი ტანსაცმლისგან არაჩვეულებრივ ჭრელ პალტოებს, სვიტრებსა და სხვადასხვა აქსესუარს კერავს. ცოტა ხნის წინ ქეთმა თავისი სახლი, რომელიც ნიუ იორკის შტატში მდებარეობს, როგორც თავად ამბობს, “პალტოსფრად” გადაღება 😉 😉 სახლი საკმაოდ ძველია, 1840 წელს არის აშენებული და არაფრით გამოირჩევა ახლომდებარე დასახლებაში მდებარე უღიმღამო სახლებისგან. “ალბათ, ჩემს სახლს ვერც კი შეამჩნევდით, თუ შემთხვევით გვერდზე … Continue reading

შეხედეთ ცხოვრებას ოპტიმისტურად – ფინელი ილუსტრატორის მხიარული მოხუცები

ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ ფინელი ილუსტრატორის ინგე ლუკის (Inge Löök) არაჩვეულებრივი ილუსტრაციები, რომლებიც აუცილებლად დადებითი ემოციებით აგავსებთ 😉 ინგეს ნამდვილი სახელი ინგებორგ ლივონენია. მრავალი წლის განმავლობაში პროფესიონალი მებაღე იყო. ხატვა მოგვიანებით დაიწყო და ძალიან მალე გახდა პოპულარული ნახატებით, რომლებზეც მხიარული მოხუცების თავგადასავლებია ასახული. ინგე 1951 წეკს ჰელსინკიში დაიბადა. ბავშვობა შვიდსართულიანი სახლის ბინაში გაატარა, სადაც მის მეზობლად ორი … Continue reading

შეშის ხელოვნება კრეატიული ადამიანებისთვის

თუ ადამიანი კრეატიულია და არც მუშაობა ეზარება, ალბათ, ყველაფრის ხელოვნებად გარდაქმნას შეძლებს, მათ შორის, უბრალო შეშის გროვისაც 🙂 დაჩეხილი შეშით უამრავი საინტერესო იდეის განხორციელება შეიძლება, მაგალითად, ადამიანის პორტრეტის, ცხოველის თუ ფრინველის სილუეტის შექმნა, ან სულაც მთელი სახლის აშენება. ამ მხრივ ყველაზე შთამაგონებელია 81 წლის ნორვეგიელის ოლი ქრისთიან ჯენინგის შემოქმედება. 2012 წელს ოლიმ მეუღლის დახმარებით შეშისგან ნორვეგიის მეფე ჰარალდ V … Continue reading

ბულტერიერის თავგადასავალი ბრაზილიელი ილუსტრატორის კომპოზიციებში

როდესაც ბრაზილიელი ილუსტრატორი რაფაელ მანტესო განქორწინდა, ყოფილმა ცოლმა სახლიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაიღო. დატოვა მხოლოდ ცარიელი კედლები და კიდევ ბულტერიერი, სახელად ჯიმი ჩუ. განქორწინების შემდეგ მანტესოს სტრესის დასაძლევად საკმაო ხანი დასჭირდა. თვეების განმავლობაში იგი უსაქმოდ იჯდა და ერთი ნახატის დახატვასაც კი ვერ ახერხებდა. საბოლოოდ ილუსტრატორს დეპრესია საყვარელმა ძაღლმა დააძლევინა. ასე გაჩნდა ჯიმი ჩუს თავგადასავლების ამსახველი არტპროექტი. … Continue reading

უენგენი საოცრებათა სამყაროში

ხედავენ თუ არა ბავშვები სიზმრებს, როდესაც სძინავთ თუ უბრალოდ მშვიდად ისვენებენ? – ამ კითხვისთვის პასუხის გაცემა სცადა კალიფორნიელმა არტისტმა და სამი შვილის დედამ ქუინი ლიაომ, რომელმაც მძინარე ბავშვის ირგვლივ ნამდვილი საოცრებათა სამყარო შექმნა. ქუინის მიერ მომზადებული ფოტოკოლექციის მთავარი გმირი მისივე შვილია უენგენია, რომელიც ყოველდღიურად სხვადასხვა ზღაპარში “მოგზაურობს”. “ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ზღაპრები, რომლებიც დღემდე მაწვდიან უამრავ იდეას”, – ამბობს ქუინი. … Continue reading

ჯეიჰიო ლის ხის გალაქტიკა

კორეელი არტისტი ჯეიჰიო ლი (Jaehyo Lee) სხვადასხვა ლითონისგან და ხის მასალისგან არაჩვეულებრივ სკულპტურებს ქმნის. მისი ნამუშევრების ნაწილი, მაგალითად ბიომორფული ფორმის ძელსკამები, სავარძლები, აბსტრაქტული მაგიდები საკმაოდ ფუნქციურია და შეიძლება ინტერიერის მოსაწყობადაც იქნას გამოყენებული. ლის სკულპტურების ნაწილი კი, მათ შორის ახალი კოლექციაც, რომელიც ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ, ფუნქციური არ არის, თუმცა ნამდვილად არაჩვეულებრივი სანახაობაა. სკულპტურები ხის გადანაჭრებით … Continue reading

მისტერ ბინის ახალი თავგადასავალი

მისტერ ბინის როლის შემსრულებელმა როუენ ატკინსონმა კარიკატურისტ როდნი ფაიქის წყალობით ისტორიულ წარსულში გაისეირნა 😉 😉 კარიკატურისტმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პორტრეტებზე ორიგინალური სახეები ეტკინსონის გმირებით შეცვალა და არაჩვეულებრივად ექსპრესიული ხასიათები შექმნა. დაათვალიერეთ მისტერ ბინის ახალი თავგადასავლები ჩვენს გალერეაში და ისიამოვნეთ 😉

Up-ით შთაგონებული ქორწინების 61-ე წლისთავი

ივენთების დიზაინერმა ლორენ უელსმა (Lauren Wells) ბებიასა და ბაბუას – ნინასა და გრამპსს უნიკალური საჩუქარი მოუმზადა. ქორწინების 61-ე წლისთავზე შვილიშვილმა მოხუც წყვილს ულამაზესი საქორწინო ფოტოსესია აჩუქა. ფოტოები ნინასა და გრამპსს შობის დილას გადაეცემათ, თუმცა მანამდე რომანტიკული ფოტოკოლექცია უკვე გამოქვეყნდა ინტერნეტგამოცემებში (stillmepretty.com, boredpanda.com და სხვ.) ემოციურ ფოტოებზე უამრავი ფერადი ბუშტი, ძველი წიგნები, ყვავილები, ლამაზი დღე და მრავალი წლის განმავლობაში შეყვარებული წყვილია აღბეჭდილი. ნინა … Continue reading

ფეხსაცმელების საცხობის ახალი კოლექცია

ფეხსაცმელების მწარმოებელმა კომპანიამ მათთვის, ვინც ერთნაირად გიჟდება ნამცხვრებსა და ფეხსაცმელებზე, ორიგინალური დიზაინის პროდუქცია გამოუშვა – The Shoe Bakery-ს მიერ წარმოდგენილი ახალი კოლექციის თითოეული ექსპონატი ისე გამოიყურება, შეჭმა მოგინდება 😉 😉 კოლექციაში წარმოდგენილია ათამდე ქალის ფეხსაცმელი, რომელთა ზედაპირიც მეტისმეტად წააგავს ტორტებს, დონატებსა და სხვა ნამცხვრებს. “მთავარია სახლში, სადაც ბავშვებიც ცხოვრობენ, ასეთი ფეხსაცმელი უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ – მეტისმეტად მადისაღმძვრელად გამოიყურება 😉 ” – … Continue reading

გამიცვალე ტანსაცმელი – ქოზოფის კრეატიული ფოტოპროექტი

დრო გადის, სტილი იცვლება და თაობიდან თაობამდე იცვლება საზოგადოებაც. სწორედ ამ ცვლილებების წარმოჩენას ისახავდა მიზნად ფოტოგრაფ ქოზოფის კრეატიული პროექტი, რომლის განხორციელებაშიც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ქოზოფმა თავის ფოტოკოლექციას “გაზაფხული-შემოდგომა” უწოდა, სადაც გაზაფხული ახალ თაობის სიმბოლოდაა გამოყენებული, ხოლო შემოდგომა – ძველის. ფოტოებზე გამოსახულია თითო ოჯახის ორი თაობის წარმომადგენელი, ბებიები ან ბაბუები და შვილიშვილები, რომლებსაც ჯერ … Continue reading

ჩინელი სკულპტორის ხეში ნაკვეთი ქალაქი

როდესაც სიტყვა “შედევრი” გესმის, ალბათ უფრო ვინმე ცნობილი მხატვრის ტილოს წარმოიდგენ, თუმცა შედევრები თანამედროვე დროშიც იქმნება. მაგალითად, ჩინელი არტისტის ჟენგ ჩანჰაის გამაოგნებელი ხის სკულპტურა. მასიურ ხეში ამოკვეთილი სკულპტურის სიგრძე 12,2 მეტრია და  მსოფლიოში ყველაზე გრძელ სკულპტურად მიიჩნევა. ამ ნიშნით ის გინესის რეკორდებს შორისაც მოხვდა. სკულპტურა გამაოგნებელი სიზუსტით შესრულებული დეტალებითაა დახუნძლული. მის შესაქმნელად ჟენგ ჩანჰაის 4 წელი დასჭირდა. სკულპტურაზე … Continue reading

ბრაზილიელი დიასახლისის კულინარიული არტი

ბრაზილიელი ნივეა სალგადო, რომელმაც შვილის გამო წარმატებული კარიერა შეწყვიტა, საკვები პროდუქტებისგან ულამაზეს დეკორაციებს ქმნის. კულინარიული ხელოვნების ამ ნიმუშებს სალგადო, რა თქმა უნდა, საკუთარი ქალიშვილისთვის ამზადებს. “კატარინა ვაშლის გარდა არცერთ ხილს ჭამს, მე კი მინდოდა, სხვა ხილიც გაესინჯა და შეყვარებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, მიზნისთვის ორიგინალური გზით მიმეღწია. მოგვიანებით კომპოზიციებში ბოსტნეულიც ჩავრთე. ასეთი საჭმლის მირთმევაზე ბავშვი უარს აღარ ამბობდა”, – … Continue reading

ეკვადორელი ილუსტრატორის ექსპერიმენტები

ეკვადორელმა გრაფიკული დიზაინის სპეციალისტმა და ილუსტრატორმა ხავიერ პერეზმა (Javier Perez) სახალისო ილუსტრაციები შექმნა სახელწოდებით Instagram Experiments. “ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ილუსტრაციები ხალხს მოეწონებოდა, თუმცა ახლა, როცა ათასობით მესიჯი მომდის, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ”, – ამბობს ხავიერი, რომელსაც “ინსტაგრამის ექსპერიმენტებმა” მსოფლიოში გაუთქვა სახელი. “ჩემი ნამუშევრები მარტივი და მინიმალისტურია. ასეთი ილუსტრაციების გაკეთება ყველას შეუძლია! თქვენც შექმენით რამე ყოველდღიურად!” ხავიერ პერეზის … Continue reading

ამერიკელი მხატვრის ნაქარგი პეპლები

ხელნაკეთი პეპლების ეს ელეგანტური  კოლექცია  სამხრეთ კაროლინელმა მხატვარმა იუმი ოკიტამ (Yumi Okita) შექმნა. არაჩვეულებრივი პეპლების შესაქმნელად იუმიმ ჩვეულებრივი ბამბის ძაფი, სხვადასხვა ფაქტირის ხელოვნური ბეწვი, მავთულები და ფრთები გამოიყენა. დაათვალიერეთ იუმი ოკიტას ნაქარგი პეპლების კოლექცია ჩვენს გალერეაში:

ბუბუს და მისი მეგობრების გლამურული ფოტოები

23 წლის ნიდერლანდელი ფოტოგრაფი მეგან ვან დერ ელსტი (Megan van der Elst), რომელსაც Lieveheersbeestje-ის სახელით უფრო იცნობენ, პოპულარული თავისი ზღვის გოჭის ბუბუს (Booboo) და მისი მეგობრების გლამურული ფოტოებით გახდა. “ძალიან მიყვარს ფოტოგადაღების პროცესი, განსაკუთრებით, ისეთი დეტალების დაფიქსირება, რომლებიც, ჩვეულებრივ, ფოკუსს მიღმა რჩება”, – ამბობს მეგანი. “ასევე ძალიან მიყვარს ჩემი ზღვის გოჭის ფოტოგრაფირება და ვფიქრობ, ის ძალიან ფოტოგენურია!” “ბუბუს … Continue reading

ზაჰირ ბეთინის “ვარსკვლავური ომები”

მალაიზიელმა ფოტოხელოვანმა ზაჰირ ბეთინმა  “ვარსკვლავური ომები” კიდევ უფრო დრამატული (და  თან სახალისოც) გახადა. ამისთვის მას რამდენიმე დროიდი,  შტორმთრუფერი და შესაფერისი ბუნებრივი “დეკორაციები” დასჭირდა. დაუვიწყარ და შეიძლება ითქვას, საკულტო “ვარსკვლავურ ომებს” მილიონობით ფანი ჰყავს მთელ მსოფლიოში და მის სამყაროს ყველა თავისებურად ხედავს.  მალაიზიელი ფოტოხელოვანის პროექტიც “ვარსკვლავური ომების” სამყაროს ინტერპრეტირების მორიგი მცდელობაა. კრეატიული სცენების მოწყობა ზაჰირმა სხვადასხვა მინიატურული ფიგურის საშუალებით მოახერხა. ფაქტობრივად, მან ვარსკვლავური … Continue reading

მარტინ დე პასქუალე: ფოტოშოფის გენიოსი

არგენტინის დედაქალაქში, ბუენოს აირესში მცხოვრები მარტინ დე პასქუალე ერთი სარეკლამო კომპანიის არტ დირექტორია, თუმცა იგი Photoshop, Poser და 3DS Max-ის მსგავს პროფრამებში შექმნილი ციფრული შედევრებით გახდა ცნობილი. მარტინის მიერ შექმნილ არაჩვეულებრივ სამყაროში ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის ფაქტობრივად წაშლილია. მის ნამუშევრები ამტკიცებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპიუტერული პროგრამები მხოლოდ სელებრითების წარბების ფორმის დახვეწისა და მათი ოდნავ უფრო გალამაზებისთვის არ … Continue reading

რობ ჰერდის ხის სასახლეები პრინცესებისთვის

სომერსეთელი არტისტი რობ ჰერდი (Rob Heard) ხის უნიკალურ სასახლეებს ქმნის. ხელნაკეთი სასახლეების სიმაღლე საკმაოდ შთამბეჭდავია და ხშირად 3 მეტრსაც აღწევს. “ერთადერთი ლიმიტი ჭერის სიმაღლეა, თუმცა, ალბათ, ეს ერთგვარი გამოსავალიც კია – რომ არა ეს შეზღუდვა, ვინ იცის, ჩემი კონსტრუქციები რამხელა გაიზრდებოდა ;)” – ამბობს რობ ჰერდი. ამჟამად რობი ექსმურის განაპირას (დევონი, გაერთიანებული სამეფო) ცხოვრობს. მისი შთაგონების წყაროც … Continue reading

ნათან შილდსის ფენქეიქ-არტი

ამერიკელმა ნათან შილდსმა ფიგურული ფენქეიქების (ბლინების) ცხობა რამდენიმე წლის წინ თავისი მცირეწლოვანი შვილების – გრიფონისა და ელისის გასართობად დაიწყო. ნათან შილდსს უკვე ფიგურული ფენქეიქების მთელი ფოტო-კოლექცია აქვს – დინოზავრების სერია, “ვარსკვლავური ომების” გმირები, რეპტილიები, ზღვის ცხოველები, ფრინველები, ძაღლები, ცნობილი ადამიანები და სხვ. ნათანი ფიგურული ბლინების მოსამზადებლად პლასტიკატის ბოთლს იყენებს – “ასე უფრო იოლია ცომის ნაკადის კონტროლი”, – ამბობს იგი. ფერთა ეფექტის … Continue reading

ასანთის ღერების გლობუსი

ეს არაჩვეულებრივი სკულპტურა – ასანთის ღერებით დამზადებული გლობუსი ნიუ იორკელი არტისტის ენდი იოდერის ნახელავია. სკულპტურისთვის სხვადასხვა ფერის ასანთის ღერებს ენდი იოდერი რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა, კიდევ ორი წელი თავად კონსტრუქციის შექმნას დასჭირდა. ასანთის ღერების სკულპტურის საფუძვლად იოდერმა ლითონის სფერო და ქაღალდი გამოიყენა, ასანთები კი ხის წებოთია დაწებებული. ასანთის ღერების გლობუსი ამჟამად უილკერმანის გალერეაშია (ნიუ იორკი, აშშ) გამოფენილი.

მსოფლიოს ულამაზესი კიბეები

ამ პოსტში წარმოგიდგენთ 18 კიბეს, რომელიც მხატვრებმა ხელოვნების ნიმუშებად და თავიანთი ქალაქების ღირშესანიშნაობად აქციეს. მსოფლიოს ულამაზესი კიბეები FRIDAY.GE-ზე. სან ფრანცისკო, აშშ. ვალპარაისო, ჩილე ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმის კიბე (აშშ) სეული, სამხრეთ კორეა ვუპერტალი, გერმანია სიცილია, იტალია რიო დე ჟანეირო, ბრაზილია ბეირუთი, ლიბანი კიბე მუსიკალური თეატრთან, სეული, სამხრეთ კორეა „მსოფლიოს კიბე“, სირია ანჟე, საფრანგეთი სტამბული, თურქეთი მორლე, საფრანგეთი … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე