მისის უინსლოუს დამამაშვიდებელი სიროფი

XIX-XX საუკუნეებში მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გამო მრეწველობის ბევრი დარგი სამკურნალო პრეპარატების ფართო სპექტრზე ატარებდა ექსპერიმენტებს. ამ პერიოდს ეკუთვნის უამრავი სამეცნიერო ექსპერიმენტი ახალ წამლებზე, რომელთა მიმდინარეობის დროსაც ბევრჯერ აღმოუჩენიათ ნივთიერება ადამიანის ტვინზე პირდაპირი ზემოქმედების უნარით. ზოგიერთ შემთხვევებში საერთაშორისო კომპანიები ბაზრის თავისუფალ სტანდარტებს თავიანთი ინტერესებისთვის იყენებდნენ და პოტენციურად საშიშ წამლებს უშვებდნენ. ამის კარგი მაგალითია მისის უინსლოუს … Continue reading

ჩვენი ბავშვური ჩვევები

ბავშვები იზრდებიან და სერიოზულ ადამიანებად ყალიბდებიან, თუმცა ბავშვური ჩვევები ხანდახან დიდობაშიც მოგვყვება. რატომ სძინავთ უფროსებს… და მოგზაურობენ სათამაშოებთან ერთად ბრიტანელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ უფროსი ასაკის ბრიტანელთა მესამედს ხავერდის დათუნიებთან ერთად სძინავს. ბრიტანელთა მეოთხედს კი საყვარელი სათამაშო მგზავრობისასაც თან დააქვს, რადგან ის მშობლიურ სახლს აგონებთ. ქვეყანაში დაკარგული Teddy-ების ძებნის სამსახურიც კი არსებობს, … Continue reading

უხერხული პროფესიები

თანამედროვე ეკონომისტების მტკიცებით, დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში ნებისმიერი სამუშაოს ქონა კმაყოფილებას უნდა იწვევდეს. დიდ ბრიტანეთშიც კი უმუშევრობა 10%–ს აღწევს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანის რიცხვმა ბოლო ათეწლეულში სარეკორდო დონეს გადააჭარბა. თუმცა არსებობს სამუშაო, რომელიც კრიზისის მიუხედავადაც სულაც არ გამოიყურება მიმზიდველად. ზოგიერთ შემთხვევაში უმუშევრობა გაცილებით იოლია, ვიდრე პასუხის მოძებნა კითხვაზე: „როგორ შოულობ ფულს?“. მსახიობი მსახიობთა მხოლოდ მცირე … Continue reading

თეთრისა და წითელის შეხამება ინტერიერში

აპარტამენტი, რომელიც ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ, ლონდონშია განლაგებული და საკმაოდ საინტერესო დიზაინით გამოირჩევა. საბავშვო ოთახის გარდა, ფაქტობრივად მთელი ინტერიერი მხოლოდ ორ ფერში – თეთრსა და წითელშია გადაწყვეტილი. წითელი კიბეები, კარები, სავარძლები, ბალიშები თუ ფოტოები კედლებზე – ძალიან ლამაზად ეხამება ფართო თეთრ ოთხებს, ავეჯსა და დეკორის ნივთებს. ინტერიერში სხვა ფერის (ღია და მუქი ყავისფერი, ლურჯი და … Continue reading

ზაჰა ჰადიდის მომავლის სამზარეულო

ამ ფუტურისტული სამზარეულოს დიზაინი არაბული წარმოშობის ბრიტანელმა არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა კომპანიების – DuPont-სა და Ernestomeda-ს მხარდაჭერით შექმნა. ჰადიდის მიერ დაპროექტებული სამზარეულო მომავლის შესახებ გადაღებული ფილმის დეკორაციას წააგავს, თუმცა სინამდვილეში არაჩვეულებრივად ფუნქციური და მოსახერხებელია.  კონსტრუქციის შესაქმნელად გამოყენებულია შედარებით ახალი მასალა – სახელწოდებით კორიანი (CORIAN). ესაა ერთგვაროვანი კომპოზიტი, რომელიც შედგება პოლიმეთილმეთაკრილატისაგან და ბუნებრივი შენაერთებისაგან, მათ შორის ბაუქსიტიდან მიღებული ალუმინის … Continue reading

უცნაური ტრადიცია ინგლისში – ცოლების გაყიდვა აუქციონზე

ბნელ შუასაუკუნეებში ქალი მთლიანად და უსიტყვოდ ემორჩილებოდა მამაკაცს, იგი სრულიად უუფლებო იყო და თავის დაცვა არ შეეძლო. ინგლისში კი ეს სიტუაცია სრულ აბსურდამდე იყო მიყვანილი: ქორწინების შემდეგ ქალი კანონის წინაშე ფიზიკურ პირად აღარ მიიჩნეოდა და ქმრის სრულ საკუთრებაში გადადიოდა. ეს მდგომარეობა ინგლისურ სამართალში ცნობილია, როგორც კოვერტიურა (გათხოვილი ქალის სტატუსი). ცოლების გაყიდვის ტრადიციას ჯერ კიდევ XVII … Continue reading

ლონდონი: თანამედროვე სახლის დიზაინი

დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ თანამედროვე ელეგანტური სახლი, რომელიც ლონდონის ჩრდილოეთში, პრესტიჟულ საცხოვრებელ რაიონში მდებარეობს. ფასადის უმეტესი ნაწილი ხის საიდინგითაა დაფარული, ნაწილი კი მარმარილოს ფილებით, რაც სახლს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. სახლში საკმაოდ ორიგინალური დიზაინის მქონე რამდენიმე სასტუმრო და მისაღები ოთახია. განსაკუთრებით გამოირჩევა მისაღები ოთახი ლამაზი შავ-თეთრი შპალერით. კრეატიული დიზაინის მქონე ავეჯით გაფორმებულ საძინებელ და საბავშვო ოთახებს დიდი პანორამული ფანჯრები … Continue reading

ჰემპშირის საგრაფოს არაჩვეულებრივი სახლები

ჰემპშირი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი საგრაფოა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ის ქვეყანაში მესამე ადგილზეა. ჰემპშირის ტერიტორიაზე განლაგებულია სახელგანთქმული ნაციონალური პარკი ნიუ ფორესთი (New Forest) – ინგლისის მეფეების საყვარელი სანადირო ადგილი.  ჰემპშირის საგრაფო ულამაზესი არქიტექტურითაც გამოირჩევა. აქ შეიძლება ნახოთ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში აგებული არაჩვეულებრივი სასახლეები და ციხე-სიმაგრეები. თუმცა დღეს საგრაფოს ტერიტორიაზე შემორჩენილ  სახლებზე შევჩერდებით, რომლებსაც … Continue reading

მაიმუნების ხიდი

ეს ლამაზი ინსტალაცია ჩეშირის საგრაფოში (ინგლისი) – თათონ-პარკშია დამონტაჟებული. კონსტრუქციის ავტორი ფრანგი მხატვარი ოლივიე გროსეტეტია (Olivier Grossetêt). ინსტალაცია პარკის იაპონურ ბაღში მდებარეობს და Pont de Singe (მაიმუნების ხიდი) ჰქვია. “ტბაზე მოფარფატე ხიდი” სამ უზარმაზარ თეთრ საჰაერო ბურთზეა დამაგრებული. კონსტრუქცია ძალიან მყიფეა, ამიტომ ხიდზე ასვლა აკრძალულია. ამასთან, ხიდი შუა ტბაშია ჩადგმული, რომ პარკში მოსულ სტუმრებს მასზე გასეირნების სურვილი … Continue reading

Google-ს მყუდრო ოფისი ლონდონში

ბრიტანული Google ახალ ოფისში, რომლის ფართობიც 14 865 კვადრატულ მეტრს შეადგენს, შარშან გაზაფხულზე გადავიდა. გუგლის ლონდონის ოფისის დიზაინის პროექტი არქიტექტურულ სტუდია PENSON-ს ეკუთვნის. ის უზარმაზარ მყუდრო სახლს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე სერიოზული კომპანიის ოფისს, რაც ზოგადად გუგლის ყველა ოფისისთვისაა დამახასიათებელი. მთელი ოფისი წარმოადგენს ერთ დიდ გაშლილ სივრცეს, რომელშიც სხვადასხვა თემატური ზონაა გამოყოფილი – მისაღები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამუშაო … Continue reading

მსოფლიოს ექსცენტრული ადამიანები

ორიგინალები ყველას უყვარს. ხალხს მოწონს, როცა ვინმე თავს სასაცილოდ იხდის და მათ გამოხტომებს შემწყნარებლური ღიმილით ადევნებენ თვალს. გასაკვირიც არაფერია, რომ ზოგიერთის დიდება მათ სიცოცხლეზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ამ სიის შედგენისას უცნაური კანონზომიერება გამოიკვეთა: ორიგინალურ ადამიანთა უმრავლესობა ბრიტანელები არიან. თუმცა უცნობია, ამაში დამნაშავე სპეციფიკური ბრიტანული კლიმატია თუ ხასიათის ნაციონალური თავისებურებები. „საზოგადოების ექსცენტრულობის დონე, ჩვეულებრივ, მის წარმომადგენელთა გენიალურობის, … Continue reading

თანამედროვე ორთქლმავლები ინგლისში

რობინ და თალისინ კუმბსებმა – ინგლისელმა მამა-შვილმა ინგლისში ჯერ კიდევ შემორჩენილი ორთქლმავლების ფოტოები მთელი კოლექცია შეაგროვეს.  ინგლისის კოლორიტის – ორთქლმავლების ფოტოებს წლების განმავლობაში იღებდა და მათი გამოქვეყნება ახლახან გადაწყვიტეს.  დაათვალიერეთ კუმბსების მიერ გადაღებული ფერადი და შავ-თეთრი ფოტოების კოლექცია.

Google Images წიგნად

ინგლისელმა მხატვრებმა  ფელიქს ჰეიესმა (Felix Heyes) და ბენ უესთმა (Ben West) გამოუშვეს წიგნი სახელწოდებით Google Images. წიგნში მოცემულია 21 ათასი ინგლისური სიტყვის შესაბამისი 21 ათასი ფოტო, რომლებიც გუგლის საძიებო სისტემაში პირველ გამოსახულებად არის წარმოდგენილი. დაათვალიერეთ ასევე Google–ის რეგიონული ოფისები და მათ შორის, ლონდონის ოფისიც 😉 წიგნი საკმაოდ სქელტანიანია – მასში 1200 ფურცელია.

თაგუნიას მინიატურული სახლი

თაგუნიას მინიატურული სახლი ხეში (Mouse Tree House) ბრიტანელმა ჰობისტმა მედი ბრინდლიმ (Maddie Brindley) საბავშვო წიგნების გავლენით შექმნა. მედი ბრინდლი ჩესტერფილდში ცხოვრობს და საინტერესო მინიატურულ პროექტებს ახორციელებს. „როცა პატარა ვიყავი, დედამ ჯილ ბარკლემის (Jill Barklem) მიერ ილუსტრირებული საბავშვო წიგნები მომიტანა სერიიდან Brambly Hedge“, – ამბობს მედი. „ეს წიგნები ძალიან მიყვარდა. მუდმივად რაღაცას ვიხატავდი და ამ ნახატებით … Continue reading

როგორ გაჩნდა ინტერნეტი

ინტერნეტის სამხედრო დანიშნულებაზე ახლა თითქმის აღარავინ საუბრობს, თუმცა თავის დროზე მისი შემუშავების იდეა აშშ-ის თავდაცვის უწყებაში გაჩნდა. გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს აშშ-ის თავდაცვის უწყებაში მიიჩნევდნენ, რომ ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში ამერიკას ინფორმაციის გადაცემის სანდო სისტემა სჭირდებოდა. საპასუხოდ, DARPA-მ (Defense Advanced Research Projects Agency) წარადგინა წინადადება, რომ საჭირო იყო კომპიუტერული ქსელის შექმნა. კომპიუტერულ ქსელს დაერქვა ARPANET, … Continue reading

განქორწინების აღსანიშნი ტორტები

ბოლო დროს მსოფლიოში მოდური გახდა განქორწინების აღსანიშნავი საზეიმო წვეულებების მოწყობა, რომლებზეც აუცილებლად ჭრიან განქორწინების ტორტს. ახალი ცხოვრების დაწყება მშვენიერი მიზეზია სადღესასწაულოდ! შესაბამისად, წარმოიშვა ტორტების დიზაინის ახალი მიმართულება, რომელიც ძალიან წააგავს საქორწინო დიზაინს, თუ ზოგიერთ დეკორატიულ ელემენტს ყურადღებას არ მივაქცევთ. ბრიტანელი კონდიტერი ფეი მილერი (Fay Millar) მარციპანისგან ქმნის წყვილის ჩხუბის ამსახველ სცენებს, სადაც, ჩვეულებრივ, ქმარია დაზარალებულის … Continue reading

ინგლისი: კატების სასტუმრო ჰართფორდშირში

კატებისთვის გახსნილ სასტუმრო The LongCroft-ში არის ყველაფერი, რაც სასტუმროს მფლობელების აზრით, კატას სრული კომფორტისთვის ჭირდება – მოხერხებული, ძვირფასი საწოლებით დაწყებული, სამზარეულოთი და თანამედროვე აუდიო სისტემით დამთავრებული. The LongCroft-ის მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერს, ვინც სამოგზაუროდ მიდის და თავისი საყვარელი ფისუნიას კომფორტისთვის დღეში 30 დოლარის გადახდა არ ენანება. სასტუმროს მფლობელები – ები და მეთ პარსერები მომხმარებელს მათ … Continue reading

DigitalGlobe – თანამგზავრული ფოტოს მსოფლიო ლიდერი

ფუჯის მთის (იაპონია) ეს თანამგზავრული ფოტო კომპანია DigitalGlobe-ს ეკუთვნის, რომელიც 1993 წელს დაარსდა სახელწოდებით WorldView Imaging Corporation. კომპანიამ სახელი საბოლოოდ 2002 წელს შეიცვალა. DigitalGlobe პირველი კერძო ორგანიზაცია იყო, რომელსაც აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა თანამგზავრული სისტემის აგებისა და მართვის ლიცენზია მისცა. ლიცენზიის პირობებში ასევე შედიოდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც DigitalGlobe-ს ციფრული გადაღებისა და გაყიდვის უფლება მიენიჭა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში … Continue reading

Harrods – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი

Harrods – ლონდონის ყველაზე დიდი და ცნობილი სავაჭრო ცენტრია, რომელსაც  ყოველდღიურად 300 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. Harrods-ში ძირითადად ფუფუნების საგნების მოყვარულები დადიან. მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ ძალიან მაღალფასიანი ნივთები იყიდება, მყიდველის ნაკლებობას არავინ უჩივის. და თუნდაც ვერაფრის ყიდვა მოახერხო, Harrods-ში სტუმრობა მაინც სასურველია, რადგან ის დამსახურებულად ატარებს ყველაზე სახელგანთქმული სავაჭრო ქსელის ტიტულს მთელ გაერთიანებულ სამეფოში. … Continue reading

განძი ოკეანის ფსკერზე

როცა 70 წლის წინ ინგლისის სავაჭრო გემი Gairsoppa ჩაიძირა, მის ბორტზე დიდი ტვირთი იყო – 240 ტონა ვერცხლი, რომლის ღირებულებაც დღეს 210-დან 230 მილიონამდე დოლარია. ტვირთის ოკეანის ფსკერიდან ამოღებაზე ამერიკული კომპანია Odyssey Marine Exploration-ის აკვალანგისტები მუშაობდნენ. გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის დეპარტამენტმა Odyssey-სთან ექსკლუზიური ხელშეკრულებაც კი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ზედაპირზე ამოტანილი ტვირთის 80 % კომპანიის მფლობელობაში რჩებოდა. … Continue reading

ინგლისის ულამაზესი სოფლების ათეული

ინგლისი ცნობილია თავისი ულამაზესი სოფლებით, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს როგორც ტურისტებს, ისე ქალაქების მოსახლეობას შორის, რომლებიც სოფლებში ქალაქური ფუსფუსა, სტრესული ყოფისგან თავდასაღწევად და ულამაზესი ხედებით დასატკბობად  ჩადიან. საოცრად მომხიბლავი ძველებური სახლები მხოლოდ ინგლისური სოფლებისთვის დამახასიათებელი სახურავებით (Thatchedroofs – ჩალის/ლერწმის სახურავი), ულამაზესი, ყოველთვის კარგად მოვლილი ბაღები და ბოსტნები, უზარმაზარი ტყეები, მდინარეები, ტბები… მე პირადად იმდენად მომწონს ინგლისური … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე