ვინჩესტერის იდუმალი სახლი – სტუმრად მოჩვენებებთან

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ჰოსეში მდებარე ვინჩესტერის იდუმალი სახლი ოდესღაც იარაღის მაგნატის უილიამ ვ. ვინჩესტერის (ვინჩესტერის მარკის იარაღის პირველი კონვეიერული მწარმოებლის ოლივერ ვინჩესტერის ვაჟი) ქვრივს სარა ვინჩესტერს ეკუთვნოდა. დედოფალ ანას სტილის ეს ვიქტორიანული სასახლე განთქმულია თავისი ზომით, არქიტექტურული ახირებულობითა და შენების ერთიანი გეგმის სრული არარსებობით. ის კალიფორნიის ისტორიული ღირშესანიშნაობაა და ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრშიც ირიცხება. ვინჩესტერის … Continue reading

ულამაზესი პატარა სახლი კოლორადოს მთებში

ამ ულამაზეს სახლს, რომელიც კოლორადოს მთებში, გოლდენში მდებარეობს, გარეგნულად არც კი ეტყობა, როგორი პაწაწინაა – მისი ფართობი სულ რაღაც 500 კვადრატული ფუტია (დაახლოებით 46 კვ/მ). კიდევ უფრო დაუჯერებელია, რამდენ საინტერესო შტრიხს შეიცავს ეს ციცქნა შენობა. TKR Architects-ის დაპროექტებული და Old Greenwich Builders მიერ აშენებული კოტეჯი სავსეა ძველთაძველი დეტალებით, როგორიცაა ძველი ხის მასალა, ბებერი ფიჭვის მორები და ფართო … Continue reading

ულამაზესი ქოხი ხეზე

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ინგლისელი დიზაინერის საიმონ პეინის (Simon Payne) მიერ დაპროექტებულ ულამაზეს ქოხს ხეზე, რომელიც მან ბერძენი ბიზნესმენისთვის ათენის მახლობლად ააშენა. დიზაინის კომპანიის Blue Forest-ის დამფუძნებელმა და მთავარმა დიზაინერმა საიმონ პეინმა ბავშვობა დასავლეთ აფრიკაში გაატარა, სადაც ადგილობრივ თანატოლებთან ერთად ხშირად აშენებდა სათამაშო ჩალის ქოხებს. დამკვეთის კარმიდამოს დათვალიერებისას დიზაინერს ბავშვობის გამოცდილების გამოყენების სურვილი გაუჩნდა და შესაბამისი … Continue reading

ქეთ ო’სალივანის ცისარტყელა სახლი

ამერიკელი არტისტი ქეთ ო’სალივანი 20 წელზე მეტია, მეორადი ტანსაცმლისგან არაჩვეულებრივ ჭრელ პალტოებს, სვიტრებსა და სხვადასხვა აქსესუარს კერავს. ცოტა ხნის წინ ქეთმა თავისი სახლი, რომელიც ნიუ იორკის შტატში მდებარეობს, როგორც თავად ამბობს, “პალტოსფრად” გადაღება 😉 😉 სახლი საკმაოდ ძველია, 1840 წელს არის აშენებული და არაფრით გამოირჩევა ახლომდებარე დასახლებაში მდებარე უღიმღამო სახლებისგან. “ალბათ, ჩემს სახლს ვერც კი შეამჩნევდით, თუ შემთხვევით გვერდზე … Continue reading

ულამაზესი შალე კურშეველში

ეს ულამაზესი შალე, რომელსაც Pearl (მარგალიტი) ჰქვია,  საუკეთესო სერვისისა და ადგილმდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძო დასასვენებელი სახლია კურშეველში. შალე საკმაოდ ძველია – ის 1850 წელს არის აშენებული. შარშან შენობაა 1 მილიონი ევროს ღირებულების განახლების სამუშაოები ჩაუტარდა.  მარგალიტი” საფრანგეთის ალპებში, სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარეობს. შალეს მთავარი ღირსება დიდი დახურული აუზი, არაჩვეულებრივი სპა და ფიტნეს ოთახებია. გარდა … Continue reading

The Nook – ძველებური თანამედროვე ქოხი

ინდიელთა ვიგვემებით შთაგონებულმა არქიტექტორმა და დიზაინერმა ენთონი გიბონმა (Antony Gibbon) ​​კომპაქტური, მობილური ქოხის პროექტი შექმნა, რომელსაც მრავალფეროვანი გამოყენება შეიძლება მოეძებნოს. არქიტექტორმა თავის პროექტს The Nook (ნიშა, კუთხე) უწოდა. პროექტის განხორციელებისას მან უძველესი სამშენებლო ტექნოლოგიები გამოიყენა.   The Nook-ის კუთხეების განლაგების გეგმა: ხის ქოხში შეიძლება განთავსდეს სახლის ოფისი, ან სულაც გამოყენებული იყოს, როგორც დასასვენებელი ან სასტუმრო ოთახი.

მდიდრული ვილა კუნძულ ფელისიტეზე

არქიტექტურული სტუდია RHE-ს მიერ დაპროექტებული დასასვენებელი კომპლექსი, სახელწოდებით Residence One, ერთ-ერთია კურორტ ზილ პასაიონის 17  არაჩვეულებრივი ვილიდან. თითოეულ ვილას აქვს საკუთარი ხიდი, ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი, რამდენიმე ინფინითი (უსასრულო) აუზი და ზოგადად, ყველაფერი, რაც ადამიანს კომფორტული დასვენებისთვის სჭირდება. კურორტ ზილ პასაიონის ვილები კუნძულ ფელისიტეზეა (სეიშელი) განლაგებული. მათ გასაყიდად 2015 წელს გამოიტანენ. ოთხსართულიანი Residence One თავისი არქიტექტურით და ინტერიერის დიზაინით ყველა დანარჩენი ვილისგან გამოირჩევა. … Continue reading

Meera House – სინგაპურელი არქიტექტორების შედევრი

The Meera House ულამაზესი რეზიდენციაა სინგაპურში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე კრეატიულმა არქიტექტურულმა სტუდიამ – Guz Architects-მა შექმნა. სახლი კუნძულ სენტოსაზე, სიგნაპურის ახლოს მდებარეობს. Meera House, რომელსაც მთლიანად მწვანე სახურავი აქვს, ზოგადად ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე სახლის საუკეთესო მაგალითია. როგორც Guz Architects-ის წარმომადგენლები აცხადენენ, სახლის არასტანდარტული კონსტრუქცია ლანდშაფტის თავისებურებებმა და მეზობელი სახლების სიახლოვემ განაპირობა. “გვინდოდა აგვეშინებინა მასიური კედლები, რომლებიც ჩვენს … Continue reading

ულამაზესი ვილა “მიოდულა” ზაკოპანეში

ულამაზესი ვილა „მიოდულა“ (Miodula) პოლონეთის ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე, ზაკოპანეში მდებარეობს. ხის უზარმაზარი მორებით ნაშენი ვილა განსაკუთრებით ლამაზია ზამთრში, როცა სამთო-სათხილამურო ტრასები იხსნება და ყველაფერი თოვლითაა დაფარული. ვილაში არის ეთნიკური ელემენტებით დეკორირებული რესტორანი და ერთ, ორ და სამადგილიანი ნომრები. “მიოდულაში” დასვენება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა – სხვადასხვა სეზონზე ფასები 331-დან 1081 დოლარამდე მერყეობს.  კურორტი ზაკოპანე ერთ-ერთი ყველაზე … Continue reading

ესპანური სოფლის სახლის რომანტიკა

როდესაც არქიტექტორმა ლუის აუქუერმა ამ არაჩვეულებრივი მყუდრო სახლის დიზაინის სამუშაოები დაასრულა და  ნამუშევარი საზოგადოებას წარუდგინა, ვერავინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წლის წინ ნაგებობა მხოლოდ და მხოლოდ ბეღელის ფუნქციას ასრულებდა. კატალონიის (ესპანეთი) ერთ-ერთ სოფელში მდებარე ორსართულიანი სახლის დიზაინი ქანთრი სტილშია შესრულებული. პირველი სართულის დეკორში ფრანგული რასთიქ სტილის (სოფლის სტილი) გავლენა იგრძნობა, მეორე სართული კი ესპანური ქანთრის სტანდარტებითაა … Continue reading

გამჭვირვალე სახლი ტბის პირას

არქიტექტურულმა სტუდიამ  GrayPants ილუმინირებული კაბინის პროექტი განახორციელა. გამჭვირვალე კონსტრუქციას აქვს შუშის კედლები, შუშისვე კარი და შუშის სახურავიც კი, რომელიც ხის ძელებს ერთმანეთთან აერთებს. ღია არქიტექტურული ფორმის გამო ღამით, როდესაც შუქი ინთება, კაბინა თითქოს შუქურის ფუნქციასაც ასრულებს. გამჭვირვალე კაბინა ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული – საძირკვლად ქვის მასალაა გამოყენებული, ხოლო იატაკი კი ხისაა. სახლის ერთადერთი “პრობლემა” ისაა, … Continue reading

ულამაზესი თეთრი ვილა ესპანეთში

ეს ლამაზი თეთრი ვილა ოკეანის ულამაზესი ხედით პუერტო ანდრატკსში (მაიორკა, ესპანეთი) მდებარეობს. 1996 წელს ეს ვილა ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო რუბიომ ააშენა. 2008 წელს ნაგებობა მთლიანად განაახლეს, გადააკეთეს და თანამედროვე დეტალები დაუმატეს.  ვილის საცხოვრებელი სივრცე მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი. ინტერიერი, ისევე როგორც ექსტერიერი მთლიანად ქათქათა თეთრი ან კრემისფერია – კედლებით დაწყებული ავეჯით დამთავრებული. განსხვავებული ფერის მხოლოდ ვილის მშვენება – … Continue reading

ჰენზელისა და გრეტელის სახლი ოლალას ველზე

ეს არაჩვეულებრივი ნაგებობა, რომელსაც Storybook House-ს უწოდებენ, 1980 წელს რიჩი და კარენ მორგანებმა ოლალას ველზე (ვაშინგტონის შტატი, აშშ) ააშენეს. წყვილი მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა სახლზე, სადაც ალბათ ჰენზელი და გრეტელიც კი იცხოვრებდნენ 🙂 ოცნების განხორციელებაში მათ ივონ ბესი დაეხმარა. სახლს ტალღისებური ტორფის სახურავი, ძველებური მასიური ხის ჯარები და მომრგვალებული პატარა ფანჯრები აქვს, რაც მას ზღაპრულ … Continue reading

ორიგინალური რესტორანი შვედეთში

რესტორანი Tusen, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტ რამუნდბერგეტში (შვედეთი) მდებარეობს, არქიტექტურული ბიუროს Murman Arkitekter-ის პროექტია. რესტორანი 125 სტუმარზეა გათვლილი და სტუმრებს ძირითადად შვედური სამზარეულოს კერძებს სთავაზობს. ეს არქიტექტურული თვალსაზრისით საოცარი ნაგებობა მთლიანად არყის ხის მასალით აშენდა. რესტორნის ინტერიერი თანამედროვე სტილშია მოწყობილი. მაგიდების უმეტესობა ფანჯრებთანაა მიდგმული, საიდანაც ულამაზესი, ხელუხლებელი ბუნების არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

სალონიკი: Met Hotel-ის ორიგინალური დიზაინი

ბერძნულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Zeppos Georgiadi Architects ქალაქ სალონიკის პორტთან ახლოს მდებარე  სასტუმრო Met Hotel-ის დიზაინის პროექტი შეიმუშავა. პროექტის შემუშავების პროცესში Zeppos Georgiadi Architects-ის დიზაინერებთნ ერთად ცნობილი ავსტრალიელი დეკორატორი ენდი მარტინიც იყო ჩართული. ორი განსხვავებული დიზაინერული ხედვის შერწყმამ კი არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. სასტუმროს დიზაინი მოდერნისტულ სტილშია გადაწყვეტილი. ლამაზი განათების სისტემა და ეკო-ელემენტები მას ორიგინალურობასა და მყუდროებას მატებს.  სასტუმროში 212 თანამედროვე კომფორტული ნომერია. იქვე … Continue reading

ორიგინალური სახლი ინგლისში

ნორვეგიულმა დიზაინერულმა სტუდიამ Jarmund/Vigsnæs Architects (JVA) კომპანია Mole Architects-თან ერთად სააგარაკო სახლის პროექტი – Dune House წარმოადგინა. Dune House საფოლკის საგრაფოს ერთ-ერთ პატარა სოფელში მდებარეობს, სადაც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული სააგარაკო სახლი აშენდა. Dune House პატარა საოჯახო ოტელს წააგავს და წყნარ, კოლორიტულ გარემოში ცხოვრების მოყვარულ ადამიანებზეა გათვლილი. სახლში ყველა პირობაა შექმნილი პასიური დასვენებისთვის. დასასვენებელი … Continue reading

პატარა სახლის დიზაინი

ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ დაბალბიუჯეტიანი, მაგრამ დახვეწილი დიზაინის მაგალითი. ეს პატარა სახლი ძალიან შორსაა ფუფუნებისაგან, თუმცა მისი ყოველი კუთხე დიდი სიყვარულით და ფანტაზიითაა მოწყობილი. სახლში არაფერია ზედმეტი და გადაჭარბებული – დეტალები ბევრია, თუმცა ყველაფერი ჰარმონიულად არის შეხამებული. ინტერიერის დიზაინში ერთმანეთთანაა შერწყმული ქანთრი და სკანდინავიური სტილი. ოთახებში ნათელი ფერები ჭარბობს – თეთრ კედლებსა და ჭერს კარგად … Continue reading

იაპონია: ხე ინტერიერის დიზაინში

როდესაც პროექტის დამკვეთმა არქიტექტურულ კომპანიას Hironaka Ogawa & Associates მშობლების კუთვნილ ეზოში საკუთარი სახლის აშენება შეუკვეთა, სთხოვა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ძელქვისა და ქაფურის ხეები ამა თუ იმ ფორმით უნდა შენარჩუნებულიყო. მეორე მხრივ, ხეების მოჭრა არქიტექტორების მთავარი მოთხოვნა იყო, რადგან ეზოში კიდევ ერთი სახლის ასაშენებლად საკმარისი ადგილი არ იყო. ამ სიტუაციაში დიზაინერებმა Hironaka Ogawa & … Continue reading

Residence Maldives – ულამაზესი ოტელი მალდივის კუნძულზე

სასტუმრო Residence Maldives — იდეალური თავშესაფარია მათთვის, ვისაც ყოველდღიური რუტინისგან დამალვა და სტრესული გარემოსგან თავის დაღწევა სურს. ულამაზესი კუნძულის სიგრძე, სადაც ოტელია განლაგებული, 1 კილომეტრია, სიგანე კი მაქსიმალურ წერტილში მხოლოდ 120 მეტრს აღწევს. Residence Maldives-ში სტუმრებს არჩევანს სთავაზობენ კუნძულის ბუნგალოებსა და წყალზე განლაგებულ ქოხებს შორის. კუნძულზე განლაგებული სასტუმრო The Leading Hotels of The World-ის ქსელს ეკუთვნის. კუნძულისა და … Continue reading

მერსედესისა და ეუროკოპტერის უნიკალური ვერტმფრენი

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz კომპანია Eurocopter-თან ერთად უმაღლესი კლასის ვერტმფრენი შექმნა, რომელიც VIP მგზავრებზე არის გათვლილი. ვერტმფრენის სალონი EC145 Mercedes-Benz Style მერსედეს ბენცის შვილობილმა კომპანიამ Mercedes-Benz Advanced Design Studio-მ დააპროექტა.  სალონის მოსაწყობად უმაღლესი ხარისხის მასალებია გამოყენებული, რაც შეეხება დიზაინს, ის ორიგინალური კონსტრუქციებით გამოირჩევა. სავარძლები სპეციალურ რელსებზეა დამაგრებული – ეს მგზავრს საშუალებას აძლევს, ისე მოახდინოს სალონის კონფიგურაცია, როგორც მას მოცემულ … Continue reading

Ulusaba Game Reserve – სამხრეთ აფრიკის კოლორიტი

სამხრეთ აფრიკაში, კლდეზე აშენებული კომპლექსი Ulusaba Game Reserve მსოფლიოს უნიკალურ კურორტთა რიცხვს მიეკუთვნება. სასტუმროს ინტერიერის ძირითადი ნაწილი ხის მასალით არის მოპირკეთებული, კომფორტული აპარტამენტები ხარისხიანი ავეჯითა და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. რაც შეეხება გარემოს, ის მართლაც არაჩვეულებრივია. სასტუმროდან რამდენიმე კილომეტრში  ზებრას, ლომსა და სხვა მრავალ ცხოველს შეიძლება მოკრათ თვალი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დასასვენებელი კომპლექსის სამზარეულო, რომელიც სტუმრებს არაჩვეულებრივ ნაციონალურ … Continue reading

მცურავი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ამაზონზე

5-ვარსკვლავიანი მცურავი ოტელი Aqua Expeditions მდინარე ამაზონზე დაცურავს და რეგიონში ერთადერთ უმაღლესი კლასის კრუიზია, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება.  მთლიანობაში “აქუა ექსფედიშენის” ბაქანზე  12 ნომერია განლაგებული, რომელთაგან თითოეულის ფართი 24 კვადრატულ მეტრს შეადგენს. კაიუტებს უზარმაზარი პანორამული ფანჯრები აქვს, საიდანაც ამაზონის გასწვრივ არსებული ულამაზესი ბუნების ხედებით ტკბობა შეიძლება. ლაინერზე არის დიდი სასადილო ოთახი და რამდენიმე დასასვენებელი ზონა – როგორც ღია, … Continue reading

მზის სახლი სინგაპურში

Sun House – ნამდვილად არაჩვეულებრივი და კრეატიული პროექტია, რომელიც სტუდია Guz Architects-მა სინგაპურში განახორციელა. Sun House-ს  L-ს ფორმა აქვს. მისი კედლები მთლიანად იმეორებს ნაკვეთის კიდეების ფორმას, რათა მეტი ადგილი დარჩეს გამაოგნებელი შიდა ეზოსთვის.  “მზის სახლის” შიდა ეზო მართლაც საოცარია – მასში ცენტრალური ელემენტი უდავოდ ულამაზესი პატარა ტბაა, რომელშიც რამდენიმე მინიატურული მწვანე კუნძულია განთავსებული. თითოეულ კუნძულზე ხე … Continue reading

Bulgari Resort კუნძულ ბალიზე

დახვეწილი, ექსკლუზიური და მდიდრული – ეს, ალბათ, ყველაზე შესაფერისი აღწერაა კუნძულ ბალიზე (ინდონეზია) მდებარე დასასვენებელი კომპლექსისთვის Bulgari Resort. Bulgari Resort-ს არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა აქვს. ის 150 მეტრი სიმაღლის კლდეზეა აშენებული, საიდანაც ინდოეთის ოკეანეზე ულამაზესი ხედი იშლება. კომპლექსში 59 ვილა, ორი რესტორანი, ბარი, ბარი, სპა სალონი და აუზი შედის. Bulgari Resort-ის პროექტი არქიტექტურული სტუდია Antonio Citterio and … Continue reading

3,3 მილიონიანი ლოფტის ეკოდიზაინი სან ფრანცისკოში

სან ფრანცისკოში (აშშ) მდებარე ამ უზარმაზარი აპარტამენტის ფართი 465 კვადრატულ მეტრია და სამი სართული უჭირავს. ლოფტის დიზაინზე მისი ყოფილი მფლობელი კომპანია Martin Building-ის დიზაინერებთან ერთად მუშაობდა. დიზაინში მთავარი აქცენტი ეკოლოგიურობაზეა გაკეთებული. უზარმაზარ სტუდიაში მთავარ კომპონენტს “იატაკში ჩარგული” ხე წარმოადგენს. მის გარდა ინტერიერის გასაფორმებლად კიდევ რამდენიმე მოზრდილი დეკორატიული მცენარეა გამოყენებული. ლოფტი ე.წ. ყოჩაღი სახლების კატეგორიას განეკუთვნება და … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე