გაიცანით ვინუსი – ორსახიანი “ქიმერა” ფისო

ფოტოშოფი არ გეგონოთ! ეს ნამდვილი ფისოა – ორსახა “ქიმერა” კატა ვინუსი, რომელიც მისმა ახლანდელმა პატრონმა ქუჩაში იპოვა. ოდესღაც მაწანწალა ფისუნია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატაა, მას ფეისბუქის ფეიჯიც აქვს და მრავალ სხვა სოციალურ ქსელშიც “აქტიურობს”. საოცარი გარეგნობის გარდა, ვინუსი ძალიან თბილი და მშვიდობიანი ხასიათითაც გამოირჩევა. როგორც მისი პატრონი ამბობს, ფისოს სახლში ავეჯიც კი არასდროს დაუკაწრავს. ჯერჯერობით, … Continue reading

გარფი – ყველაზე საყვარელი ბრაზიანი კატა

ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ გარფი – ბრაზიანი გამომეტყველების მქონე სპარსული კატა, ნამდვილი ინტერნეტ-სელებრითი 😉 გარფი პოპულარული მისი პატრონის ჰულია ოზკოკის მიერ გადაღებული ფოტოების წყალობით გახდა. როგორც ჰულია ამბობს, გარფი არაჩვეულებრივი მოდელია – გადაღების დროს საკმაოდ კარგად იქცევა და მისი მონაწილეობით სახალისო სცენების დადგმაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. გარფი ჰულიას სხვა კატებთან ერთად თურქეთში ცხოვრობს. როგორც ოზკოკი ამბობს, ბრაზიანი … Continue reading

ბუბუს და მისი მეგობრების გლამურული ფოტოები

23 წლის ნიდერლანდელი ფოტოგრაფი მეგან ვან დერ ელსტი (Megan van der Elst), რომელსაც Lieveheersbeestje-ის სახელით უფრო იცნობენ, პოპულარული თავისი ზღვის გოჭის ბუბუს (Booboo) და მისი მეგობრების გლამურული ფოტოებით გახდა. “ძალიან მიყვარს ფოტოგადაღების პროცესი, განსაკუთრებით, ისეთი დეტალების დაფიქსირება, რომლებიც, ჩვეულებრივ, ფოკუსს მიღმა რჩება”, – ამბობს მეგანი. “ასევე ძალიან მიყვარს ჩემი ზღვის გოჭის ფოტოგრაფირება და ვფიქრობ, ის ძალიან ფოტოგენურია!” “ბუბუს … Continue reading

თოკის ხიდები ბერლინელი ციყვებისთვის

ბერლინის ქუჩებში, სადაც ძალიან ბევრი სიმწვანეა, ხშირად შეხვდებით ველური სამყაროს წარმომადგენლებს – ციყვებს, კვერნებს, მელიებსა და ზღარბებს. შეიძლება ღამის 3 საათზე კლუბიდან გამოხვიდეთ და ქუჩის ფარნის შუქზე დაინახოთ, როგორ გადაირბინა მელიამ ქუჩაზე და იქვე, ბუჩქებში შეიმალა. ქალაქში ბევრია ცარიელი შენობა, სადაც მშვიდად ცხოვრობენ გარეული ცხოველები. ევროპის დედაქალაქებს შორის ბერლინის მოსახლეობას ყველაზე მეტი ველური “თანამოქალაქე” ჰყავს. ქალაქში ბევრი ხიდია და … Continue reading

CATable – მოხერხებული მაგიდა კატებისა და მათი პატრონებისთვის

იაპონელმა დიზაინერმა რუან ჰაომ მაგიდის ორიგინალური დიზაინი მიიფიქრა თავის პროექტს ჰაომ CATablе დაარქვა. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, მაგიდა კატებისათვის კომფორტის შესაქმნელად არის განკუთვნილი  🙂 მაგიდის ზედა ნაწილში კატებისთვის ნამდვილი ლაბირინთია მოწყობილი – სანამ თქვენ მუშაობთ, ფისოს შეუძლია გაერთოს და თუ მობეზრდება დაიძინოს კიდეც 😉

ყველაზე უჩვეულო და საყვარელი კატები

ათასობით წელიწადია კატა ადამიანის გვერდით ცხოვრობს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველია. საუკუნეების განმავლობაში ხელოვნური თუ ბუნებრივი გზით კატებს შორის სრულიად უნიკალური ჯიშები გაჩნდა. დევონ-რექსი პირველად დევონ-რექსები XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. მიუხედავად სახელწოდებისა, ის  ქორნიშ-რექსისა და გერმანული რექსის პოპულარულ ჯიშებთან გენეტიკურად დაკავშირებული არ არის. ამ ჯიშს უნიკალური სტრუქტურის ფუმფულა, დატალღული ბეწვი აქვს. დევონ-რექსებს უჩვეულო … Continue reading

კატების კომფორტისთვის 35 ათას დოლარად გადაკეთებული სახლი

კალიფორნიელმა კატების მოყვარულმა, რომელსაც 18 ფისუნია ჰყავს, სახლის “კატების ოაზისად” გადაკეთება გადაწყვიტა. დახმარებისთვის მან არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიას Trillium Enterprises-ს მიმართა. სახლის ტრანსფორმაცია ხალისიანი ფერების, ე.წ. კატის ბილიკების, გვირაბების, საძინებელი და სათამაშო ზონების დამატებით გახდა შესაძლებელი. განსხვავებული დიზაინისა და ფერის კატის ბილიკები აბსოლუტურად ყველა ოთახში დამონტაჟდა სახლის მფლობელის საწოლი ოთახით დაწყებული, სამუშაო კაბინეტით, სამზარეულოთი და … Continue reading

ცოტა რამ „ფულის კატის“ შესახებ

ასეთ ფისუნიებს იაპონელები იღბლის კატას უწოდებენ, ამერიკელები კი – ფულის კატას. მათი რწმენით, სამფეროვან კატას ბედნიერებისა და ფინანსური წარმატების მოტანა შეუძლია, იაპონელ მეზღვაურებს კი სჯერათ, რომ მათ სტიქიის შეჩერების უნარი შესწევთ. რეალურად კატას, რომლის ბეწვშიც სამი შეფერილობა იკვეთება, კუსებრი/კუსებური კატა (Tortoiseshell) ეწოდება. კუს შეფერილობა ძირითადად მდედრ კატებში გვხვდება, გენი კი კი მხოლოდ მამრი კატის ხაზით შეიძლება გადაეცეს.  კატების იშვიათი, სამფეროვანი შეფერილობა … Continue reading

უცნაური და საყვარელი შინაური ცხოველები

მინი-გოჭუნები მინიპიგი ჩვეულებრივი გოჭია, მხოლოდ სულ პატარა ზომისა. ისინი  მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გერმანიაში, ცხოველის ორგანოების ადამიანებისთვის გადანერგვის ცდების ჩასატარებლად გამოიყვანეს. ცდები წარუმატებლად დასრულდა, თუმცა პატარა მხეცუნებმა შინაური ცხოველების სახით დიდი პოპულარობა მოიპოვეს. მინიპიგს „პატარებს“, რასაკვირველია, შედარებით თუ ვუწოდებთ. ზოგიერთი მათგანი 120 კილოგრამამდეც შეიძლება გაიზარდოს, მაშინ, როცა დიდი ღორის მაქსიმალური შესაძლო წონა ნახევარი ტონაა. ამ … Continue reading

დუბაი: 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო შინაური ცხოველებისთვის

დუბაიში შინაური ცხოველებისთვის 7-ვარსკვლავიანი ოტელი და კურორტი – Urban Tailsფუნქციონირებს. დასასვენებელი კომპლექსის გახსნის მიზეზი მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნა გახდა – სპარსეთის ყურეში ძალიან ბევრი უცხოელი მუშაობს, რომლებიც დროდადრო სამშობლოში მიემგზავრებიან და იძულებული არიან, შინაური ცხოველებიც თან წაიყვანონ. კომფორტული სასტუმრო კომპლექსის გახსნის შემდეგ კი მათ უკვე შეუძლიათ საყვარელ შინაურ ცხოველებზე აღარ ინერვიულონ – Urban Tails-ში არის ყველაფერი, რაც ცხოველებს სჭირდებათ. შვიდვარსკვლავიანი … Continue reading

ფერმის ცხოველების ფოტოსესია

“ნიუ იორკ თაიმსის” ფოტოგრაფმა რობ მაკლნისმა (Rob MacInnis) შინაური ცხოველების პორტრეტების სერია შექმნა. ფერმის ფოტოსესიის შესახებ მაკლნისი ამბობს, რომ ცხოველებს ისევე იღებდა, როგორც მოდელებს. “ეს საყვარელი მხიარული არსებები ხომ ხშირად მოუვლელები არიან, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივად ლამაზები”, – აღნიშნა მან.

მინიპიგი – პოპულარული შინაური ცხოველი

ინგლისის პროვინცია ქრაისჩერჩში მდებარე ფერმა, რომლის სახელწოდებაც არის Little Pig Farm, მინიატურული ღორების მოშენებითაა დაკავებული. მინიპიგები (ან მიკროპიგები), როგორც შინაური ცხოველი, ბოლო დროს ევროპისა და ამერიკის ბევრ ოჯახში გაჩნდა. მინიატურული გოჭუნას ფასი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, ქრაისთჩერჩის ფერმაში ერთი გოჭი 700 ფუნტი სტერლინგი ღირს.  დაბადებიდან 2-3 თვის განმავლობაში გოჭის ზომა ლამბაქის ზომას არ აღემატება, ზრდასრული ღორი კი ქათამზე … Continue reading

ინგლისი: კატების სასტუმრო ჰართფორდშირში

კატებისთვის გახსნილ სასტუმრო The LongCroft-ში არის ყველაფერი, რაც სასტუმროს მფლობელების აზრით, კატას სრული კომფორტისთვის ჭირდება – მოხერხებული, ძვირფასი საწოლებით დაწყებული, სამზარეულოთი და თანამედროვე აუდიო სისტემით დამთავრებული. The LongCroft-ის მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერს, ვინც სამოგზაუროდ მიდის და თავისი საყვარელი ფისუნიას კომფორტისთვის დღეში 30 დოლარის გადახდა არ ენანება. სასტუმროს მფლობელები – ები და მეთ პარსერები მომხმარებელს მათ … Continue reading

მსოფლიოში ყველაზე პატარა აკვარიუმი

რუსმა მხატვარმა ანატოლი კონენკომ მსოფლიოში ყველაზე პატარა აკვარიუმიშექმნა. მინიატურულ აკვარიუმში გამოყენებულია არა მხოლოდ პატარა ქვები და წყალმცენარეები, არამედ მინიატურული ცოცხალი თევზებიც. აკვარიუმის ზომებია 30х24х14 მმ. და მასში მხოლოდ 10 მლ. წყალი ეტევა. იმისთვის, რომ მიკროლანდშაფტი არ დაზიანდეს, აკვარიუმში წყალს შპრიცით ასხამენ. კონენკომ, რომელიც თავის ნამუშევრებს მიკრომინიატურულებს უწოდებს, სულ პაწაწინა ჭურჭელიც გააკეთა, რომლის მეშვეობითაც თევზების აკვარიუმიდან ამოყვანა შეიძლება. … Continue reading

საინტერესო ფაქტები კატების შესახებ

კატას შეუძლია აღიქვას 60 კილოჰერცამდე ხმის სიხშირე მაშინ, როცა ძაღლებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ 40 კილოჰერცი, ხოლო ადამიანებისთვის – 20. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კატას ქვედა ტუჩი შეიძლება აუკანკალდეს და  კბილები აუკაწკაწდეს – ნადავლის მიუღწევლობაა. კატა 14-ჯერ უკეთესად შეიგრძნობს სუნს, ვიდრე ადამიანი. კატის სიცოცხლის ყოველი წელიწადი ადამიანის სიცოცხლის 7 წელს შეესაბამება. მაგალითად, თუ თქვენი კატა 12 წლისაა, … Continue reading

პარიზი: 4 -ვარსკვლავიანი სასტუმრო ძაღლებისთვის

აბრეშუმის თეთრეული, მასაჟი, საუკეთესო კვება – ამ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს პარიზშიგახსნილი მაღალი კლასის სასტუმრო ძაღლებისთვის Actuel Dog. ამ ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს დამფუძნებლების, ძაღლის ქცევის სპეციალისტების სტენ და დევი ბურუნების აზრით, დიდ ქალაქებში ბევრისთვის ძაღლები ბავშვების მაგივრობას სწევენ და ისინიც იმდენად ზრუნავენ თავიანთ საყვარელ ცხოველებზე, რომ მზად არიან  მათთვის ყველაფერი გააკეთონ. შვებულების დროს ბევრი საკუთარ შინაურ ცხოველს … Continue reading

კატების კუნძული იაპონიაში

კატების კუნძულის ოფიციალური სახელწოდებაა Tashirojima და მასზე გაცილებით მეტი კატა ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი. ადგილის სახელწოდება – „კატების კუნძული“ განპირობებულია უპატრონო კატების სიმრავლით, რის მიზეზიც, თავის მხრივ, იაპონელთა რწმენაა: მათ სჯერათ, რომ კატის მოვლასა და გამოკვებას ადამიანისთვის სიმდიდრე და იღბალი მოაქვს. კატების კუნძულზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს – არა უმეტეს ასისა და მათი უმრავლესობის ასაკი 70 წელს … Continue reading

თიმ ფლეკის ძაღლები

თიმ ფლეკი (Tim Flach) მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფია, რომელსაც საერთაშორისო კონკურსების უამრავი პრიზი აქვს მიღებული. მისი მომსახურებით სარგებლობენ ყველაზე დიდი კომპანიები, ხოლო მის გამოფენებს ათასობით დამთვალიერებელი (მათ შორის პროფესიონალი ფოტოგრაფებიც) სტუმრობს. თიმ ფლეკი ლონდონში დაიბადა, 1983 წელს დაამთავრა ხელოვნების სკოლის მაგისტრატურა, სადაც ფოტოგრაფირებასა და ფერწერას სწავლობდა. შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ფოტოგრაფად მუშაობდა სარეკლამო კომპანიაში და … Continue reading

გაანებივრეთ თქვენი შინაური ცხოველები!

თუ სახლში ძაღლი ან კატა გყავთ, ალბათ, გიფიქრიათ მათთვის უფრო მოსახერხებელი დასასვენებელი ადგილის მოწყობაზე ან სულაც პატარა სახლის აშენებაზე. გვინდა წარმოგიდგინოთ 18 ფოტო, რომლებზეც შინაური ცხოველების სახლები და საწოლებია ასახული. მათგან ზოგი პატრონის საწოლის ასლია, ზოგი კი უბრალოდ კომფორტული ბალიში, სადაც ნებისმიერი ცხოველი სიამოვნებით ინებივრებდა.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე