მისტიკური ტყე ბელგიაში

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ეს მისტიკური, ზღაპრული ტყე “ჰელერბოს” (Hallerbos) ნამდვილად არსებობს და ის ბელგიაში მდებარეობს. მიზეზი, რის გამოც ტყე ზღაპრის სიუჟეტიდან გადმოტანილს ჰგავს, მაჩიტების სქელი ხალიჩაა. ეს ყვავილები გაზაფხულზე და ადრიან ზაფხულში ყვავის და ცისფერი და მოიისფრო შეფერილობის წყალობით მთელ მიდამოს ჯადოსნურ ელფერს ანიჭებს. ამ პერიოდში ჰელერბოსს უამრავი ტურისტი და ფოტოგრაფი სტუმრობს. ნისლიანი დღეები, რაც … Continue reading

თერმული კურორტი ტიროლის მთებში

ავსტრიის მთებში, ტიროლის მხარეში მდებარეობს ულამაზესი კურორტი Aqua Dome, რომელიც თავისი თერმული წყლებითა და კონუსური არქიტექტურული ფორმებით არის ცნობილი. ეს არის ყველაზე თანამედროვე, უნიკალური არქიტექტურის მქონე თერმული “აბანო” მთელ ავსტრიაში. სასტუმროში არის აუზები როგორც შენობაში, ისე ღია ცის ქვეშ – ფერადი ეფექტებით, წყალქვეშა მუსიკით, მასაჟითა და რასაკვირველია, ცხელი წყლით, რომელიც მიწის ქვეშ 1865 მეტრის სიღრმეზე … Continue reading

კანიო კრისტალეს – ხუთფეროვანი მდინარე

კოლუმბიაში, მეტას პროვინციაში, სერანია დე ლა მაკარენას მთებიდან მოედინება ხუთფეროვანი მდინარე კანიო კრისტალეს (Caño Cristales), რომელიც ბოლოს მდინარე გუაიაბეროს (Guayabero) უერთდება. მდინარეს ასევე უწოდებენ “თხევად ცისარტყელას” და “ხუთი ფერის მდინარეს”. კანიო კრისტალესი, მიუხედავად მოკრძალებული ზომისა – ის სიგრძეში დაახლოებით 100 კილომეტრია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ლამაზ მდინარედაა აღიარებული. მსოფლიოს უჭრელეს მდინარეში ხუთი ფერი – წითელი, … Continue reading

Casa Di Giulietta – ჯულიეტას სახლი ვერონაში

იტალიის ქალაქ ვერონაში ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობა უდავოდ ვია კაპელოს #23-ში მდებარე ჯულიეტას სახლია (Casa Di Giulietta). XIII საუკუნის შენობა, რომელიც დელ კაპელოს ოჯახის საკუთრება იყო, 1905 წელს ვერონას მერიამ გამოისყიდა. სახლის მფლობელებისა და კაპულეტის გვარების მსგავსების დამსახურებით შეიქმნა ტურისტული მითი, თითქოსდა ეს იყო კაპულეტების სახლი, რომლის აივანზე მდგომ ჯულიეტას რომეო სასიყვარულო სტროფებს უძღვნიდა. არავითარ … Continue reading

ლიხთენსთეინსლამი – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა

ავსტრიის ალპებში, ზალცბურგიდან ჩრდილოეთით 50 კილომეტრზე, მდებარეობს ლიხთენსთეინსლამი – 4 კილომეტრის სიგრძის ვიწრო ხეობა, 300 მეტრამდე სიმაღლის კედლებით, რომლის ბოლოშიც ულამაზესი ჩანჩქერია. ხეობის სიგანე ზოგიერთ ადგილას რამდენიმე მეტრს არ აღემატება. ხეობაში შესვლა სპეციალურად გაკეთებული ხის მოაჯირიანი ბილიკითაა შესაძლებელი. ხეობის ფორმირება მთის მდინარის გროსარლერ ეიქის (Großarler Ache) “დამსახურებაა”. 1875 წელს ხეობაში ბილიკის გაყვანა ალპური კლუბის Pongau-ს წევრებმა … Continue reading

ულამაზესი შალე კურშეველში

ეს ულამაზესი შალე, რომელსაც Pearl (მარგალიტი) ჰქვია,  საუკეთესო სერვისისა და ადგილმდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძო დასასვენებელი სახლია კურშეველში. შალე საკმაოდ ძველია – ის 1850 წელს არის აშენებული. შარშან შენობაა 1 მილიონი ევროს ღირებულების განახლების სამუშაოები ჩაუტარდა.  მარგალიტი” საფრანგეთის ალპებში, სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარეობს. შალეს მთავარი ღირსება დიდი დახურული აუზი, არაჩვეულებრივი სპა და ფიტნეს ოთახებია. გარდა … Continue reading

ვიეტნამი: მსოფლიოში უდიდესი გამოქვაბული

გამოქვაბული სონ დუნგი (ვიეტნამი) მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოქვაბულად არის მიჩნეული. მისი სიგრძე 9 კილომეტრია, სიგანე 200 მ, ხოლო სიმაღლე 150 მ. გამოქვაბული 1991 წელს ადგილობრივმა მცხოვრებმა ხანჰმა აღმოაჩინა, თუმცა 2009 წლამდე წარმოდგენა არავის ჰქონდა, რამდენად გრანდიოზულია სონ დუნგის (ანუ მთის მდინარის) გამოქვაბული სინამდვილეში. 2009 წელს ბრიტანელმა სპელეოლოგებმა ჰოვარდ ლიმბერტის ხელმძღვანელობით პირველად გამოიკვლიეს სონ დუნგი და დაასკვნეს, რომ … Continue reading

მდიდრული ვილა კუნძულ ფელისიტეზე

არქიტექტურული სტუდია RHE-ს მიერ დაპროექტებული დასასვენებელი კომპლექსი, სახელწოდებით Residence One, ერთ-ერთია კურორტ ზილ პასაიონის 17  არაჩვეულებრივი ვილიდან. თითოეულ ვილას აქვს საკუთარი ხიდი, ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი, რამდენიმე ინფინითი (უსასრულო) აუზი და ზოგადად, ყველაფერი, რაც ადამიანს კომფორტული დასვენებისთვის სჭირდება. კურორტ ზილ პასაიონის ვილები კუნძულ ფელისიტეზეა (სეიშელი) განლაგებული. მათ გასაყიდად 2015 წელს გამოიტანენ. ოთხსართულიანი Residence One თავისი არქიტექტურით და ინტერიერის დიზაინით ყველა დანარჩენი ვილისგან გამოირჩევა. … Continue reading

Giraffe Manor – საუზმე ჟირაფებთან ერთად

ეს არაჩვეულებრივი ბუტიკ-ოტელი სახელწოდებით Giraffe Manor კენიაში, ნაირობისა და ნგონგის ბუნებრივ ნაკრძალს შორის მდებარეობს. სასტუმრო ნამდვილად განსაკუთრებულია – როგორც მდებარეობით, ისე დიზაინით, რომელიც 30-იანი წლების არტ დეკოს სტილშია გადაწყვეტილი. თავად სასტუმროც 1930 წელს არის აშენებული. სასტუმროს მისაღები და ნომრები ელეგანტური ძველებური ავეჯითაა მოწყობილი. განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემოს ულამაზესი ბაღები, ტერასები და ვერანდები ქმნის. სასტუმრო განლაგებულია 5 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა და გარს აკრავს დაახლოებით 57 … Continue reading

ულამაზესი ვილა “მიოდულა” ზაკოპანეში

ულამაზესი ვილა „მიოდულა“ (Miodula) პოლონეთის ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე, ზაკოპანეში მდებარეობს. ხის უზარმაზარი მორებით ნაშენი ვილა განსაკუთრებით ლამაზია ზამთრში, როცა სამთო-სათხილამურო ტრასები იხსნება და ყველაფერი თოვლითაა დაფარული. ვილაში არის ეთნიკური ელემენტებით დეკორირებული რესტორანი და ერთ, ორ და სამადგილიანი ნომრები. “მიოდულაში” დასვენება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა – სხვადასხვა სეზონზე ფასები 331-დან 1081 დოლარამდე მერყეობს.  კურორტი ზაკოპანე ერთ-ერთი ყველაზე … Continue reading

MOJO iCuisine – ინტერაქტიული რესტორანი ტაიბეიში

კომპანია Moxie Design-ის არქიტექტორებმა ქალაქ ტაიბეიში (ტაივანი) რესტორან MOJO iCuisine-ს უნიკალური პროექტი განახორციელეს. პროექტის უნიკალურობას მაღალი ტექნოლოგიების ორიგინალურად გამოყენება განაპირობებს – რესტორნის სასადილო ზონაში განთავსებულია ორადგილიანი მაგიდები სენსორული ეკრანებით, რომელთა საშუალებითც შესაძლებელია მენიუს ნახვა, შეკვეთის გაფორმება, რეკლამებისა და საუკეთესო კომპიუტერული გრაფიკით შესრულებული კლიპების ყურება, თამაში, ანგარიშის მოთხოვნა, გადახდა და ციფრული “მაგიდის გადასაფარებლის” შეცვლაც კი 

შოფინგი – პრაღის მაღაზიები

პრაღაში სუვენირების სახით შეგიძლიათ იყიდოთ ფაიფური, ბოჰემიური ბროლი, ძვირფასეულობა, ტყავის ნაწარმი, ტექსტილი, მაქმანები, ფეხსაცმელი, კლასიკური მუსიკის ფირფიტები, წიგნები ფერადი ფოტოგრაფიებით და უამრავი სხვა რამ. მაღაზიებისა და სუპერმარკეტების უმრავლესობაში კალათებით და პატარა ურიკებით უნდა ისარგებლოთ. მათ გარეშე შიგნით შესვლას ვერ შეძლებთ, თანაც რიგში მოგიწევთ ჩადგომა. წიგნის მაღაზიებშიც კი კალათით შესვლაა მიღებული. სანამ მსხვილ შენაძენს გააკეთებთ, კარგად … Continue reading

იზოლა სან ჯულიო – ზღაპრული კუნძული იტალიაში

ულამაზესი კუნძული იზოლა სან ჯულიო (Isola San Giulio)  ტბა ორტაზე, პიემონტის რეგიონში მდებარეობს. ეს ადგილი იმდენად თვალწარმტაცია, რომ გგონია, თითქოს რაღაც ჯადოსნური ძალით ზღაპრიდან გადმოვიდა და შუა ტბაში ამოიზარდა. კუნძული ძალიან პატარაა – მისი სიგრძე 275 მეტრია, ხოლო სიგანე 140. საოცარია, როგორ დაეტია ასეთ მცირე ტერიტორიაზე ამდენი შენობა! კუნძულზე არაჩვეულებრივად მშვიდი გარემო და ულამაზესი ხედებია. გასაკვირი არაა, … Continue reading

ორიგინალური რესტორანი შვედეთში

რესტორანი Tusen, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტ რამუნდბერგეტში (შვედეთი) მდებარეობს, არქიტექტურული ბიუროს Murman Arkitekter-ის პროექტია. რესტორანი 125 სტუმარზეა გათვლილი და სტუმრებს ძირითადად შვედური სამზარეულოს კერძებს სთავაზობს. ეს არქიტექტურული თვალსაზრისით საოცარი ნაგებობა მთლიანად არყის ხის მასალით აშენდა. რესტორნის ინტერიერი თანამედროვე სტილშია მოწყობილი. მაგიდების უმეტესობა ფანჯრებთანაა მიდგმული, საიდანაც ულამაზესი, ხელუხლებელი ბუნების არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

საბერძნეთი: არაჩვეულებრივი ვილა-წისქვილი

ეს ტრადიციული ვილა, რომელიც საბერძნეთის კუნძულ ანტიპაროსზე მდებარეობს, საკმაოდ უჩვეულოა. საქმე ისაა, რომ ვინც მას დაიქირავებს, “მზითევში მოჰყვება” წისქვილის ულამაზესი შენობა, რომელიც კარგა ხანია, პირდაპირი დანიშნულებით აღარ გამოიყენება. რამდენიმე წელია, ის საცხოვრებელ ფართად არის გადაკეთებული და არანაკლებ კეთილმოწყობილია, ვიდრე მთავარი ვილა. ყოფილი წისქვილის შენობაში საძინებელი ოთხების გარდა, არის დიდი სასადილო და სამზარეულო, ასევე  სააბაზანო და … Continue reading

წმინდა ხიდი ინდონეზიაში

ეს უნიკალური ხიდი, რომელსაც ინდონეზიელები “ჯემბატან აკარს” უწოდებენ, სინამდვილეში სასიცოცხლოდ აუცილებელი “კონსტრუქციაა” პესისირის რაიონის ორი პატარა სოფლისთვის კომუნიკაციისთვის. ცოცხალი ხიდი წლების განმავლობაში ხეების ფესვების გადახლართვის შედეგად იქმნებოდა და ეს არაჩვეულებრივი ბუნებრივი წარმონაქმნი დღესაც აგრძელებს ზრდას. წვიმიან ამინდში ხიდი სრიალა ხდება, ამიტომ მასზე გადასვლისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. უცნაურ ხიდს, რომლის სიგრძეც 30 მეტრს აჭარბებს, ორი სოფლის მცხოვრებლები ათობით წლის … Continue reading

სალონიკი: Met Hotel-ის ორიგინალური დიზაინი

ბერძნულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Zeppos Georgiadi Architects ქალაქ სალონიკის პორტთან ახლოს მდებარე  სასტუმრო Met Hotel-ის დიზაინის პროექტი შეიმუშავა. პროექტის შემუშავების პროცესში Zeppos Georgiadi Architects-ის დიზაინერებთნ ერთად ცნობილი ავსტრალიელი დეკორატორი ენდი მარტინიც იყო ჩართული. ორი განსხვავებული დიზაინერული ხედვის შერწყმამ კი არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. სასტუმროს დიზაინი მოდერნისტულ სტილშია გადაწყვეტილი. ლამაზი განათების სისტემა და ეკო-ელემენტები მას ორიგინალურობასა და მყუდროებას მატებს.  სასტუმროში 212 თანამედროვე კომფორტული ნომერია. იქვე … Continue reading

სასტუმრო კომო შამბალა ბალიზე

ოტელი Como Shambhala Estate კუნძულ ბალის (ინდონეზია) ულამაზესი პეიზაჟებითაა გარშემორტყმული. მშვიდი გარემო, თანამედროვე დიზაინისა და ნაციონალური ელემენტების ჰარმონია, ტყეები და ბაღები, მდინარე Ayung – ყველაზე სასიამოვნო დასვენების გარანტიაა. სასტუმროს ყველა ნომერი უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. ნომრები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია – თუმცა თითოეული ნომერი იმდენად კარგად არის მოწყობილი და დეკორირებული, რომ ყველაზე მომთხოვნ დამსვენებელსაც კი დააკმაყოფილებს.  ნომრების ფასი მნიშვნელოვნად … Continue reading

კერძო კუნძული სეიშელზე

North Island (ჩრდილოეთის კუნძული) ერთ-ერთია სეიშელის კუნძულებიდან – ნამდვილი სამოთხე მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის. არაჩვეულებრივი ბუნება, სუფთა წყალი, ფლორისა და ფაუნის უცნაური წარმომადგენლები. კუნძული კერძო საკუთრებაა და კომპანია Wilderness Safaris-ს ეკუთვნის. გარემოს დაცვის ღონისძიებათა კომპლექსის ფარგლებში კუნძულზე ბევრი რამ შეიცვალა – ის კიდევ უფრო გამწვანდა. 11 არაჩვეულებრივი საზაფხულო შენობა მთელ კუნძულზეა გაბნეული. თითოულ მათგანში ხმაურიანი სამყაროსგან იზოლირების, სიმშვიდისა … Continue reading

ბარსელონა: სახლი ყოფილ თავშესაფარში

არაჩვეულებრივ სახლს, რომელსაც ამ პოსტში შევეხებით, უცნაური ისტორია აქვს – თავიდან აქ საჯინიბო იყო, შემდეგ თავშესაფარი და შემდეგ კი სტამბა. დღეს კი ამ ბარსელონაში მდგომ ამ შენობაში ლამაზი აპარტამენტია – მთლიანად სახეცვლილი და გარემონტებული. შენობის „ახალი ცხოვრება“დიზაინერების ნებიტო ესკატისა და ალბერტო როვირას წყალობით დაიწყო. ესკატი და როვიტა არქიტექტურულ სტუდია Minim-ს წარმოადგენენ და უშუალოდ ლოფტებსა და ქალაქური … Continue reading

ახალი ზელანდია: ფეხსაცმლის ფორმის სასტუმრო The Boot

ეს პატარა უცნაური სასტუმრო, სახელწოდებით The Boot,ახალ ზელანდიაში, ნელსონის რეგიონში მდებარეობს. როდესაც მიწათმფლობელმა სთივ რიჩარდსონმა ფეხსაცმლის ფორმის სასტუმროს აშენება გადაწყვიტა, ბევრი ამ წამოწყებას ირონიით უყურებდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში ერთნომრიანი სასტუმრო ტურისტებს შორის პოპულარული გახდა, ახლა კი ის ნელსონის რეგიონის ღირშესანიშნაობად მიიჩნევა.  ფეხსაცმლის ფორმის სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია აშენებული – უცნაურ შენობას გარს აკრავს ულამაზესი ბაღი, რომელიც … Continue reading

Coco Privé – ტროპიკული სამოთხე მალდივებზე

საპროექტო სტუდია Guz Architects სინგაპურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აშენებული შთამბეჭდავი “ტროპიკული ციხე-სიმაგრეებითაა” ცნობილი. სტუდიის ბოლო ნამუშევარია ოტელი Coco Privé მალდივის კუნძულ კუდა ჰიტიზე. პატარა კუნძული კუდა ჰიტი კერძო საკუთრებაა. Guz Architects-მა იქ სულ ექვსი სხვადასხვა ზომის ვილა ააშენა. თითოეულ მათგანს მეტ-ნაკლებად განსხვავებული არქიტექტურა და  დიზაინი აქვს.  ვილების ინტერიერში ელეგანტურადაა შეხამებული დიზაინის თანამედროვე მიმართულებები და ტრადიციული ნაციონალური მოტივები. მოპირკეთებისთვის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური მასალებია … Continue reading

მცურავი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ამაზონზე

5-ვარსკვლავიანი მცურავი ოტელი Aqua Expeditions მდინარე ამაზონზე დაცურავს და რეგიონში ერთადერთ უმაღლესი კლასის კრუიზია, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება.  მთლიანობაში “აქუა ექსფედიშენის” ბაქანზე  12 ნომერია განლაგებული, რომელთაგან თითოეულის ფართი 24 კვადრატულ მეტრს შეადგენს. კაიუტებს უზარმაზარი პანორამული ფანჯრები აქვს, საიდანაც ამაზონის გასწვრივ არსებული ულამაზესი ბუნების ხედებით ტკბობა შეიძლება. ლაინერზე არის დიდი სასადილო ოთახი და რამდენიმე დასასვენებელი ზონა – როგორც ღია, … Continue reading

მსოფლიოში ყველაზე საშიში გზა

დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად ჩინეთის პროვინცია ჰუნანში, ტიან მენ შანში არსებული გზა მიიჩნევა, რომელსაც “99 მოსახვევის გზასაც “უწოდებენ. “ზეცისკენ მიმავალი გზის” მშენებლობა1998 წელს დაიწყო და რვა წელი გრძელდებოდა. გზის ყველაზე დაბალი ნაწილი ზღვის დონეზე 200 მერტით დაბლაა გაყვანილი, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი კი – ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზეა. მათთვის, ვისაც ამ შიშისმომგვრელ გზაზე … Continue reading

Bulgari Resort კუნძულ ბალიზე

დახვეწილი, ექსკლუზიური და მდიდრული – ეს, ალბათ, ყველაზე შესაფერისი აღწერაა კუნძულ ბალიზე (ინდონეზია) მდებარე დასასვენებელი კომპლექსისთვის Bulgari Resort. Bulgari Resort-ს არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა აქვს. ის 150 მეტრი სიმაღლის კლდეზეა აშენებული, საიდანაც ინდოეთის ოკეანეზე ულამაზესი ხედი იშლება. კომპლექსში 59 ვილა, ორი რესტორანი, ბარი, ბარი, სპა სალონი და აუზი შედის. Bulgari Resort-ის პროექტი არქიტექტურული სტუდია Antonio Citterio and … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე