გუგლის თელ ავივის ოფისი

მეეჭვება არსებობდეს კომპიუტერის თუნდაც ერთი მომხმარებელი დედამიწაზე, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამოუყენებია გუგლის რომელიმე პროდუქტი. მე ყოველთვის ვუსმენ მუსიკას მუშაობის დროს, მას მერე, რაც Youtube არსებობს, სწორედ მისი მეშვეობით. კომპანია გუგლის ფილოსოფიაც სწორედ ესაა – აურდაურიონ სერიოზული სამუშაო და ყოველდღიური სიამოვნებები თავიანთ ოფისებში, მუშაობის პროცესსა თუ პროდუქციაში. გუგლის თელ ავივის ოფისის ინტერიერი კომპანიის ამ მიდგომის დასტურია. აქ შეგვიძლია ვნახოთ ნატურალური … Continue reading

მცირე რამ ლოცმანთა სამსახურის ისტორიიდან

უხსოვარი დროიდან ზღვაში არც ერთი ხომალდი გამოცდილი ლოცმანის გარეშე, ვინც დანიშნულების ადგილამდე გზა და უსაფრთხო გასასვლელები შესანიშნავად იცოდა, არ შედიოდა. ჩვენამდე მოღწეული უძველესი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ შრომის დანაწილება ხომალდებზე ასეთი იყო: კაპიტანი წარმოადგენდა გემის მფლობელის ინტერესებს, პასუხს აგებდა ხომალდზე, ტვირთზე და ეკიპაჟსაც ხელმძღვანელობდა, გემის მართვაში კი არ ერეოდა. ამ საქმეს მესაჭე და ლოცმანი აკეთებდნენ. მესაჭე … Continue reading

ფირმის პრეზენტაცია – წარმატების ნახევარი

კომპანიის ეფექტური პრეზენტაცია – მისი წარმატების ნახევარია. წარმატების მეორე, წყალქვეშა ნაწილი კი კოლექტივის შრომის, მათი ცოდნისა და ტალანტისგან შედგება. პრეზენტაციის მიზანი კლიენტისთვის ფირმის სარგებლიანობისა და უნიკალურობის ჩვენებაა. რაც უფრო მეტყველი და იოლად გასაგები იქნება პრეზენტაცია, მით მეტი მომხმარებელი ეყოლება კომპანიას. ნებისმიერი ბიზნესის შექმნის საფუძველი რაც შეიძლება მეტი მოგების მიღებაა, კლიენტების გარეშე კი ეს შეუძლებელია. სწორედ … Continue reading

მცირე რამ საკადრო პოლიტიკის შესახებ

ორგანიზაციებში კადრების ბუნებრივი დენა, დაახლოებით, წელიწადში 20%-ია. ეს ნიშნავს, რომ ფირმის დირექტორს, სადაც 10 ადამიანი მუშაობს, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ უწევს ახალი თანამშრომლის ძებნა. და თუ კომპანიაში 100 თანამშრომელია, ვაკანტური პოზიციის დაკავების მსურველებთან გასაუბრება საშუალოდ 3 კვირაში ერთხელ გაიმართება. დაფიქრება აშკარად ღირს. ორგანიზაციას კადრების გამოცდილი და საიმედო მენეჯერიც რომ ყავდეს, დირექტორი ყოველ ახალ თანამშრომელს თავად … Continue reading

ოფისი ტყეში

თანამედროვე მსოფლიოში ბევრი პროგრესული კომპანია ცდილობს თანამშრომლებს ეკოლოგიურად სუფთა სამუშაო გარემო  და ბუნებასთან სიახლოვის განცდა შეუქმნას. შესაბამისად, იქმნება ოფისის დიზაინის უფრო და უფრო კრეატიული პროექტები. თუმცა ესპანური არქიტექტურული კომპანიის Selgas Cano-ს ოფისის იდეამ, რომელიც არქიტექტორ ივან ბაანს ეკუთვნის, ეკო-ოფისების ყველა სხვა ექსპერიმენტი გააუფერულა. კომპანის ოფისი შუა ტყეშია ჩადგმული. კონსტრუქციის 60 პროცენტი შუშისაა და მასში მყოფებს ისეთ … Continue reading

ტესტი: რამდენად კრეატიული ადამიანი ხართ?

XXI საუკუნეში ორიგინალურად აზროვნებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის უნარი იქ, სადაც ამას სხვები ვერ ამჩნევენ – ნებისმიერ პროფესიაში წარმატების მთავარი გასაღებია. 1. შეიძლება თუ არა ჩვენ ირგვლივ არსებული სამყაროს შეცვლა? დიახ – 3 არა, ის ასეთიც საკმაოდ კარგია – 1 დიახ, მხოლოდ გარკვეულ მომენტებში – 2 2. როდესაც რაიმე საქმეს იწყებთ, ხართ მის წარმატებაში დარწმუნებული? დიახ … Continue reading

ხუთი უცნობი ფაქტი პაპარაცების შესახებ

პაპარაცებზე კარგი რამ ცოტას თუ  წამოცდება. პაპარაცი დროის უმეტეს ნაწილს ცნობილ სახეებზე ნადირობაში, უსასრულო მოლოდინსა და ფარული ადგილებიდან გადაღებებში ატარებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ზოგიერთი ადამიანი მზადაა თავისი ერთადერთი და უძვირფასესი სიცოცხლე ამ მოსაწყენ საქმიანობაში გალიოს. ზოგს კი ის აღაშფოთებს, რომ რამდენიმე წამში გადაღებულ ფოტოში პაპარაცს შეიძლება ათასობით დოლარი – ძალიან იოლი ფული გადაუხადონ. ამ პროფესიის … Continue reading

ამერიკული უნივერსიტეტების ელიტარული ასოციაცია – სუროს ლიგა

„მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების“ წოდებისთვის ბრძოლაში ინგლისის საგანმანათლებლო გიგანტების – ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების მთავარ კონკურენტებად ამერიკული უმაღლესი სასწავლებლები იქცნენ. ჟურნალ Forbes-ის ჩატარებული კვლევების შედეგებით, ამერიკული უმაღლესი განათლება ყველაზე ძვირადღირებულად და პრესტიჟულადაა მიჩნეული. მის პოპულარიზებაში კი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს სტუდენტური გაერთიანებები და უნივერსიტეტების ასოციაციები თამაშობენ. ამერიკული სტუდენტური გაერთიანების ან „საძმოს“ წევრობა ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიც ჰარვარდი, პრინსტონი … Continue reading

მოვიჯახუნოთ ზურგსუკან კარი თუ არა?

ცხოვრება უსამართლოა ყველა მიმართულებით. სულ ახლახანს დაიმახსოვრეთ საბოლოოდ, რა ქვიათ თანამშრომლებს თქვენს ახალ სამსახურში, გაიცანით კოლეგები და გაცვალეთ ტელეფონის ნომრები, მოასწარით სამსახურეობრივ კომპიუტერზე პარამეტრების დაყენება თქვენი ჩვეულების მიხედვით და უცებ, როგორც ზაფხულში თოვლს არ ელოდით –გასასვლელისკენ მიგითითეს! არ დაგაფასეს, ვერ გაგიგეს, სულში ჩაგაფურთხეს! ხელმძღვანელი ღორია, მისი მოადგილე – გაბერილი ინდაური, კოლეგები ცხვრები, მთავარი ბუღალტერი კი … Continue reading

სწავლა იელის უნივერსიტეტში

იელის უნივერსიტეტი, რომლის ისტორიაც სამ საუკუნეზე მეტს ითვლის, არა მხოლოდ აშშ–ის, არამედ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელია. იელი ამერიკული ელიტის სამჭედლოა და ასეთ ადგილას სწავლა, რასაკვირველია, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ეს უნივერსიტეტი მრავალმა მეცნიერების, ხელოვნებისა თუ პოლიტიკის ცნობილმა მოღვაწემ დაამთავრა. იელის სტუდენტებს შორის იყვნენ სემუელ მორზე (მორზეს ანბანის გამომგონებელი), დანიელი ფსიქოლოგი ბენჯამინ სპოკი (თანამედროვე დანიელი … Continue reading

უხერხული პროფესიები

თანამედროვე ეკონომისტების მტკიცებით, დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში ნებისმიერი სამუშაოს ქონა კმაყოფილებას უნდა იწვევდეს. დიდ ბრიტანეთშიც კი უმუშევრობა 10%–ს აღწევს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანის რიცხვმა ბოლო ათეწლეულში სარეკორდო დონეს გადააჭარბა. თუმცა არსებობს სამუშაო, რომელიც კრიზისის მიუხედავადაც სულაც არ გამოიყურება მიმზიდველად. ზოგიერთ შემთხვევაში უმუშევრობა გაცილებით იოლია, ვიდრე პასუხის მოძებნა კითხვაზე: „როგორ შოულობ ფულს?“. მსახიობი მსახიობთა მხოლოდ მცირე … Continue reading

აუცილებელი თვისებები წარმატების მისაღწევად

ადამიანების უმრავლესობა ცდილობს თავის პროფესიაში მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწიოს, მაგრამ მათ ნაწილი პირველივე საფეხურებზე ე.წ. „მინის სახურავს“ ანუ ბარიერს აწყდება, რაც კარიერული კიბის სიმაღლეების დაპყრობაში ეღობება წინ. ეს შეიძლება იყოს უფრო უკეთესი მონაცემების მქონე კონკურენტი-თანამშრომელი ან პირადი თვისებები, რაც პროფესიონალური აღიარების გზაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. წარმატებული ადამიანის თვისებები – მსგავსი დაბრკოლებების გადალახვისა და პროფესიული წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი … Continue reading

დროის მენეჯმენტი – რამდენიმე საკვანძო წესი

დღეს დროის მენეჯმენტის სრულყოფილად ფლობა საქმიანი ადამიანისთვის ისევე აუცილებელია, როგორც დაწყებითი განათლების მიღება. დროის მენეჯმენტი ნიშნავს სამუშაო დროის ეფექტურად მართვას და გეგმის დალაგებას მისი მაქსიმალური ხარისხით შესრულებისთვის. დროის მართვის თეორიები და მეთოდიკები უამრავია, თუმცა ყველა ამ სწავლების არსი ისაა, რომ დროის მართვა შეუძლებელია, ის ჩვენი სურვილებისა და მოსაზრებებისგან დამოუკიდებლად მიდის. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ისე განვკარგოთ … Continue reading

პიროვნების ანალიზი ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების მეთოდებით

ტრადიციული ფსიქოლოგიის მეთოდები, როგორც წესი, საკმაოდ რთული და ფორმალიზებულია საიმისოდ, რომ მათი გამოყენება ადამიანმა სპეციალური მომზადების გარეშე შეძლოს. უფრო მარტივი და მოსახერხებელია გამოყენებითი ფსიქოლოგიის ახალი მიმართულების – ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდები. სამსახურში აყვანისას კანდიდატის პიროვნების თავისებურებების ანალიზისთვის რეკომენდებულია მეტაპროგრამების გამოყენება. მეტაპროგრამა – ესაა თავისებური „შაბლონი“, რომლის მიხედვითაც ადამიანის ქცევის მოდელი იგება. შეიძლება ითქვას, რომ მეტაპროგრამა ქცევითი … Continue reading

თუ მუშაობა მოგბეზრდათ

ყველაზე საყვარელი საქმეც კი როდესმე მომაბეზრებელი, გამაღიზიანებელი და დამღლელი გახდება. თუ ერთ დღეს ყველაფრის მიტოვება მოგინდათ, ე.ი. დადგა დრო თვითმოტივაციას მიმართოთ! ალბათ ეს სიტუაცია ყველასთვის ნაცნობია: გუშინ ოფისში სიხარულით მიდიოდით, დღეს კი ერთი სული გაქვთ, შესვენება როდის დადგება. ანგარიში გაქვთ დასამთავრებელი, თქვენ კი ამაზე ფიქრიც ცუდად გხდით და გინდათ, რაც შეიძლება მალე მოშორდეთ ყველანაირ კომპიუტერს, … Continue reading

ოფისური სკანდალები და მენეჯერის პოზიცია

როგორ უნდა მოიქცეს წარმატებული მენეჯერი, თუ მის დაქვემდებარებულ ოფისში ნერვულ ნიადაგზე სკანდალი მოხდა? ასეთ სიტუაციაში, როდესაც თანამშრომელი თავის  რისხვას კოლეგებს ან ხელმძღვანელობას ატეხავს თავს, გამოცდილმა მენეჯერმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს და მხარი დაუჭიროს მას – დადებითი შედეგის მიღწევა მხოლოდ ასეთი ქცევით შეიძლება. თანამშრომლის ნერვულ აფეთქებაზე ნეგატიური ან გულგრილი რეაქცია პრობლემურ სიტუაციას ვერ მოაგვარებს. აშშ-ის თემპლის უნივერსიტეტის … Continue reading

სწავლა იტალიაში

რა ასოციაციებს იწვევს იტალია? მზე, ზღვის პროდუქტები, ვენეცია, Bellissimo, რომი, სოფი ლორენი. ამ ყველაფრის გარდა კი იტალია თავისი ტემპერამენტიანი ხალხით, მუსიკისა და ფერწერისადმი სიყვარულით, ცხელი მზითა და სურნელოვანი ჰაერით – იტალია, რომელიც დასვენებისთვის შექმნილ ქვეყანას გაქვს – ევროპული განათლების აკვანია. ევროპის პირველი უნივერსიტეტი სწორედ აქ, ძალიან დიდი ხნის წინ, XI საუკუნეში გაიხსნა. მხოლოდ ასიოდე წლის … Continue reading

სტრატეგიული დაგეგმვის ეტაპები

ბიზნესის აწყობა სტრატეგიის გულდასმით და სკურპულოზურად დაგეგმვის გარეშე არ გამოგივათ. სტრატეგიული დაგეგმვის პირველი ეტაპი – გარემოს ანალიზია. ამ საფეხურზე მენეჯერის მიზანია გარემოს ყველა შესაძლო პოზიტიურ და ნეგატიურ ტენდენციაზე სრული ინფორმაციის მოძიება და მისი შეხამება ორგანიზაციის საქმიანობის ძლიერ და სუსტ მხარეებთან, რათა კომპანიამ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს და ცვლილებებთან ადაპტაციაც იოლად მოახერხოს. ამ მიზნისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა ანალიტიკური ინსტრუმენტები … Continue reading

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები. ნაწილი II

ბრიტანულმა გაზეთმა Times მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი შეადგინა, რომლის შედეგები სამეცნიერო საზოგადოების, დამქირავებელთა და უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომელთა სამეცნიერო ნაშრომების ციტირებებზეა დამყარებული. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პირველი ხუთეულის შესახებ წაიკითხეთ აქ. ამ პოსტში კი შეგიძლიათ გაეცნოთ საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების მეორე ხუთეულს. ლონდონის საიმპერიო კოლეჯი (გაერთიანებული სამეფო) ლონდონის საიმპერიო კოლეჯი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის სფეროს წამყვანი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ნობელის … Continue reading

ხუთი მიზეზი საკუთარი საქმის დასაწყებად

პოსტი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაიკითხონ friday.ge-ს თანამშრომლებმა. საკუთარი საქმის წამოწყებასა და ბიზნესის აწყობაზე ბევრი ოცნებობს, თუმცა, უმეტესობა ამ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ბედავს. უმეტესობას ურჩევნია ვინმეს მიექირაოს და ფიქსირებული ხელფასი მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად სამსახურის დაკარგვის ან ხელფასის შემცირების შიში ექნება. თუმცა არსებობს მინიმუმ ხუთი მიზეზი, რის გამოც  საკუთარი საქმის წამოწყება … Continue reading

რჩევები მათ, ვინც ახლა იწყებს სამუშაოს ძებნას

პოსტი მათთვის, ვინც შრომის ბაზარზე ახლად ფეხშედგმულია და ჯერ არ იცნობს ყველა მანევრს, რომელიც სამომავლოდ სასურველი სამუშაოს პოვნასა და არჩევაში გამოადგება. პირველი და მთავარი პრინციპია – უარი თქვათ სამუშაოს ქაოტურ ძებნასა და განურჩევლად ყველა კომპანიაში CV-ს გზავნაზე. სჯობს თავიდანვე სისტემურად მიუდგეთ საქმეს, რადგან შესაძლოა, გაგიმართლოთ და სწრაფად მოახერხოთ სამსახურის შოვნა, მაგრამ იმავდროულად დაკარგოთ უკეთესი, თქვენი … Continue reading

კარიერა და ორატორული ხელოვნება

„ვინც ლაპარაკი არ იცის, ის კარიერას ვერ გაიკეთებს“ – ბრძნულად აღნიშნა ოდესღაც ნაპოლეონმა. ლაპარაკი ადამიანის სავიზიტო ბარათი, კომუნიკაციის მთავარი საშუალებაა. ლამაზად ლაპარაკის უნარის დახმარებით ბევრმა ადამიანმა მიაღწია წარმატებას. მიღებულია, რომ ორატორული ხელოვნება დიდი პოლიტიკოსებისა და სერიოზული საქმიანი ადამიანების „ხვედრია“. საქმიანი რიტორიკა აიოლებს ადრესატამდე სათქმელის სწორად მიტანას, მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარებას, თანამშრომლებისთვის მკაფიო ამოცანების დასახვას და მთლიანობაში, … Continue reading

ოფისური ჭორები

ოფისური ომები დროდადრო ნებისმიერ ორგანიზაციაში იწყება – თუნდაც არა ცუდი განზრახვების, არამედ ტონუსში ყოფნისა და უბრალოდ, ყოველდღიური ერთფეროვნების გასაფანტად. სამსახურში თანამდებობრივი წინსვლა ხანდახან საბავშვო თამაშს ემსგავსება: როცა მუსიკა ჩუმდება, სასწრაფოდ უნდა დაიკავოთ უახლოესი სკამი. ადგილი ხომ ყოველთვის უფრო ნაკლებია, ვიდრე მოთამაშე. და აი, აქ გამოსადეგია ყველა საშუალება და მათ შორის, ყველაზე ხელმისაწვდომი ჭორები – რეპუტაციის … Continue reading

რეალისტური თვითშეფასება სამუშაოს ძებნისას

თუ სასურველი სამსახურის ძებნა ცოტა გაგიჭიანურდათ, ღირს დაფიქრდეთ: რამდენად რეალისტურია თქვენი თვითშეფასება. საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებით იმედგაცრუების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ამის შესამოწმებლად უმარტივეს ხერხს შეგიძლიათ მიმართოთ: კითხეთ მათ, ვისაც ენდობით და ვინც დაუფარავად და პირდაპირ გეტყვით სიმართლეს. და ეს ეხება როგორცპროფესიულ მხარეს, ისე პიროვნულსაც. კითხეთ ყველაზე ახლობლებს, რათა მაგ გულწრფელად შეაფასონ თქვენი შესაძლებლობები და ეს … Continue reading

სორბონას უნივერსიტეტი

სორბონა უკვე საუკუნეებია უმაღლესი კლასის ცოდნის სიმბოლო და როგორც ფრანგული, ისე მთელი კლასიკური ევროპული განათლების ეტალონია. სორბონა უფრო მეტია, ვიდრე უნივერსიტეტი. ფაქტობრივად, ესაა რამდენიმე უნივერსიტეტის გაერთიანება. ევროპის უძველესი სასწავლებელი – პარიზის უნივერსიტეტი 1215 წელს დაარსდა. ის დაარსების პირველივე დღიდან საერთაშორისო მასშტაბის სასწავლო დაწესებულებად იყო ჩაფიქრებული. მის ოთხ – ღვთისმეტყველების, სამართლის, სამედიცინო და ხელოვნების ფაკულტეტებზე სწავლობდნენ … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე