ქაფქეიქის იოლი რეცეპტი

Mini-Valentines-Day-Cupcakes

ქაფქეიქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამცხვარია მსოფლიოში. რატომაც არა? ის იოლი მოსაზადებელია, არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება და ძალიან გემრიელია! რაც შეეხება ქაფქეიქების დეკორირება. გასაფორმებლად შეიძლება გამოიყენოთ  მარციპანი, შოკოლადის ან თეთრი მინანქარი, კრემი, ბეზე, ხილი და თხილეულობა, დეკორის მზა ელემენტები. ასევე საკვებად ვარგისი საღებავი მარციპანის, კრემის ან ბეზესთვის ფერის მისაცემად. ახლა თავად რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • 150 გ შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 120 გ რძე (ან არაჟანი)
  • 200 გ ფქვილი (თუ რძით აკეთებთ ცოტა მეტი ფქვილი დასჭირდება)
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/5 ჩ.კ. მარილი
  • ვანილი

მომზადება: შაქარი და დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით. 5 წუთში შეათქვიფეთ კვერცხებბი, ვანილი, სოდა და მარილი. დაუმატეთ რძე და გააგრძელეთ თქვეფა 1 წუთი. ერთმანეთში კარგად აურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა ჩაყარეთ ათქვეფილ მასაში. მოურიეთ ხის კოვზით. ცომი უნდა იყოს სქელი კრემივით. ლითონის ფორმაში ჩაალაგეთ ქაფქეიქის ქაღალდები, ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ დაახლოებით 160 გრადუს ტემპერატურაზე 20-25 წუთის განმავლობაში.

ზემოთ აღნიშნულ ინგრედიენტებს შეიძლება დაამატოთ 1  ს.კ. თაფლი, ძალიან გემრიელია! ასევე სულ მარტივად შეგიძლიათ გამოაცხოთ შოკოლადის ქაფქეიქები – ათქვეფამდე შაქარში შეურიეთ 3 ს.კ. კაკაო. კაკაოს თხევად მასაში დამატება რეკომენდებული არ არის, რადგან შეიძლება კარგად არ გაიხსნას, შაქარს კი უპრობლემოდ ერევა.

ქაფქეიქის ფოტო რეცეპტი:

0-cupcake-0

გამოცხობის შემდეგ ქაფქეიქი  შეაგრილეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მორთვა.

ქაფქეიქების დეკორირების იდეები შთაგონებისთვის 🙂

cupcake0 cupcake1 cupcake2 cupcake3 cupcake4 cupcake5 cupcake6 cupcake7 cupcake8 cupcake9 cupcake11 valentine-cupcakes-14 valentines-day

Comments
2 Responses to “ქაფქეიქის იოლი რეცეპტი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] სტუდენტობისას დააარსა. ნებისმიერი ქაფქეიქი, ტორტი თუ ნამცხვარი, რომელსაც საკონდიტრო კომპანია ქმნის, […]

  2. […] სტუდენტობისას დააარსა. ნებისმიერი ქაფქეიქი, ტორტი თუ ნამცხვარი, რომელსაც საკონდიტრო კომპანია ქმნის, […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე