რა არის ანტიმოდა
ყველას მიერ აღიარებული მოდის პარალელურად უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია ვითარდება მიმდინარეობა, რომელსაც ანტიმოდას ან ანტისტილს უწოდებენ. ანტიმოდა/ანტისტილი თავსმოხვეული ესთეტიური სტანდარტების წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი პროტესტია. თუმცა ის მუდმივად არამოდურის მოდურად ქცევის ზღვარზე მერყეობს. ანტიმოდა დაიბადა ახალგაზრდულ სუბკულტურებში, რომლებიც პირველად XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა და რასაკვირველია, ამ სარბიელზე პირველად სტუდენტი-ჰიპები გამოვიდნენ. მსოფლიო ანტიმოდის მკვლევარების ნაწილი დარწმუნებულია, … Continue reading