ზღვის დღესასწაული
ალბათ, არცერთი სხვა სტიქია არ ბადებს ისეთ გრძნობებს, როგორსაც ზღვა. ის დაკავშირებულია რომანტიკულ თავგადასავლებთან და სანატრელი შვებულების აურასთან. ზღვაზე დასვენების შემდეგ ჩამოტანილ ორიგინალურ სუვენირებს შორის ყველაზე პოპულარული და ლამაზი – ნიჟარებია. ისინი ისეთი მრავალფეროვანია ფორმის, შეფერილობისა და ზომის მიხედვით, რომ იშვიათია, ადამიანი გულგრილი დატოვოს. იქნებ სახლში ზაფხულებისა და შვებულებების ამ ულამაზესი სახსოვრების მთელი კოლექცია დაგიგროვდათ? … Continue reading
წყალქვეშა რესტორანი წითელ ზღვაში
ეს საოცარი ადგილი ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოს. რესტორანი განლაგებულია ეილათში, ისრაელის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქში. ის 1998 წელს ეკოლოგიურად მეტად დაბინძურებულ ადგილზე ააშენეს. წყალქვეშა სტრუქტურის პროექტირებისა და დაგეგმვის პროცესი ოთხი წელი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ხელოვნურად შეიქმნა მარჯნის რიფები, რათა ოდესღაც მშვენიერი წყალქვეშა სამყარო ნელ-ნელა აღედგინათ. შენობის აგებას კიდევ ოთხი წელი დასჭირდა. … Continue reading
რომანტიკული საღამო ეკო სტილში
ეკო სტილში გადაწყვეტილი დიზაინი ახლა ყველაზე მოდური მიმართულებაა. დღევანდელი პოსტის მიზანია, ეკო სტილში გაფორმებულ სახლში რომანტიკული საღამოს მოწყობისკენ გიბიძგოთ 😉 ამიტომ გთავაზობთ ეკოლოგიური მიმართულების დეკორს ყველანაირი ქვების გამოყენებით. ისინი შეიძლება იყოს საკმაოდ დიდიც და პატარაც, ნებისმიერი წარმოშობის თუ ფერის, გლუვი ან უსწორმასწორო ზედაპირით. ზღვიდან ჩამოტანილი თუ უახლოეს სკვერში ნაპოვნი. მიუხედავად საკმაოდ ვიწრო თემატიკისა, ქვების მეშვეობით … Continue reading